საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA) 2017 წლის 25 სექტემბერს დააფუძნა ფერმერთა სათათბირო, რომლის შექმნის ინიციატივა მის წევრ ფერმერებს, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ 2016 წლის 1 დეკემბერს წარუდგინა. სათათბიროს ფორმირების გადაწყვეტილება ფერმერებმა კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
სოფლის მეურნეობის სფეროში ეფექტური საკონსულტაციო ორგანოს შესაქმნელად რეკომენდაციების შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“-სა და „ოქსფამი“-ს მიერ მოწვეული ექსპერტები. მათ შეისწავლეს ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკა. ასევე, დარგში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების დადგენის მიზნით, შეხვდნენ ადგილობრივ ფერმერებსა და სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებს. სათათბიროს ფორმირება საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებთან „ქეა- საერთაშორისო კავკასიაში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ENPARD“-ის პროგრამის „თანამშრომლობა სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ პროექტისა და ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ოქსფამის“ პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.
ფერმერთა სათათბიროს მიზნები:
► ფერმერთა ინეტერსების უკეთ დაცვა და საკანონმდებლო პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა;
► ფერმერთა ინტერესების დასაცავად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საკომუნკიკაციო ჯაჭვის მუნიციპალურ დონეზე გავრცელება.
► ფერმერთა სათათბიროს ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბება, რომელიც დაიცავს ფერმერთა ინტერესებს და გააძლიერებს სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე, ბიზნესზე ორიენტირებულ ფერმერებს;
► აგრარულ სექტორში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ფერმერების მაქსიმალურად ჩართულობისა (როგორც მუნიციპალურ, ასევე, ინსტიტუციურ დონეზე) და მათი ხმის გათვალისწინების მიღწევა.
მოწვეული კონსულტანტების რეკომენდაციების საფუძველზე, შეიქმნა ფერმერთა სათათბიროს მმართველობითი სტრუქტურა, წესდება და შინაგანაწესი. შემუშავდა სათათბიროს საქმიანობის პროცედურული სქემა. განისაზღვრა წარმომადგენელთა რაოდენობა, მათი შერჩევის კრიტერიუმები. მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა სათათათბიროს კანდიდატურების შერჩევის მიზნით შეიქმნა სააპლიკაციო ფორმა. ფერმერთა სათათბიროს წევრობის მსურველთა რეგისტრაციის დასრულების შემდგომ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შეირჩნენ კანდიდატები, რომლებიც მუნიციპალიტეტების მიხედვით გადანაწილდნენ.
2017 წლის 25 სექტემბერს სათათბიროს წევრებმა ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა (eVote) საშუალებით აირჩიეს ვიცე სპიკერები:
- ბექა გონაშვილი
- მინდია ქავთარაძე
- მარი კოდუა
ხოლო სათათბიროს სპიკერი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავჯდომარეა
ნინო ზამბახიძე.
საქართველოს ფერმერთა სათათბიროს სამეთვალყურეო საბჭო
• ნინო ზამბახიძე
• ბექა გონაშვილი
• გელა ფათალიშვილი
• გიორგი ღვინიაშვილი
• თინათინ დიდიშვილი
• ილია გოგოლაძე
• მიკირტიჩ მოვსესიანი
• გიორგი ნონიაშვილი
• გოჩა ბერიძე
• ედუარდ შერმადინი