ფერმერებისთვის

 

რატომ უნდა დავნერგო გეოგაპის სტანდარტი და გავიარო სერტიფიცირება?

გეოგაპის სტანდარტის დანერგვა, პირველ რიგში, ნიშნავს თანამედროვე კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების გამოყენებას. ამაში იგულისხმება უვნებლობის რისკების მართვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და მიკვლევადობის უზრუნველყოფა. გეოგაპის სერტიფიკატის აღება ნიშნავს, რომ:

  • ღირებუელბა შეემატება თქვენ საქმიანობას (იშოვით მეტ ფულს)
  • გექნებათ წვდომა ბაზარზე (დაგეხმარებით გაყიდვაში)
  • თქვენი პროდუქტი იქნება კონკურენტუნარიანი
  • დაიცავთ კანონმდებლობის მოთხოვნებს
  • დაუახლოვდებით საერთაშორისო სტანდარტებს

ვინ დამეხმარება სტანდარტის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში?

გეოგაპის სტანდარტის დანერგვა შესაძლებელია დამოუკიდებლად ან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დახმარებით. ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას სტანდარტის მოთხოვნების შესასრულებლად. ინფორმაციისათვის დაგვიაკვშირდით:

თეკლა გურგენიძე

tgurgenidze@gfa.org.ge (+995) 558150009

ილია კუნჭულია

ikunchulia@gfa.org.ge (+995) 592 404 387

ვის მივმართო სერტიფიცირებისათვის?

მასერტიფიცირებელი კომპანია შპს ”ჯიეფსი”

შალვა ჯაფარიძე

geofarmcertification@gmail.com (+995) 591 152 828