სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა

2017 წლიდან ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს – სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა.

პროექტი გულისხმობს ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) გაძლიერებას სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში, რათა მათ შემდგომში გაუწიონ ეფექტური დახმარება მათ წევრ მცირე და საშუალო საწარმოებს (SME) ისეთ საკითხებში როგორიცაა: ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება, ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობა და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. პროექტი ასევე ითვალისწინებს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) თემატიკასთან დაკავშირებით BSO-ების საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგში ჩართვას და მათი როლის გაზრდას დარგის სტრატეგიისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში.