გორის რაიონის სოფელ კვარხეთში, შპს „ტირიფონის ბაღებმა“ ხეხილის ბაღი გააშენა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და შიდა-ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, ინტენსიური ტიპის ბაღები დაათვალიერა და მოვლის ოპერაციებს – მექანიკური სხვლა, ფესვების მიწისქვეშა შეკვეცა, სეტყვის საწინააღმდეგო ბადის გაშლა – გაეცნო.
„ტირიფონის ბაღები” პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 27 ჰა-ზე ვაშლის ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 100 000 ლარის თანადაფინანსება მიიღო.