აღწერა:
საბაზისო შეფასების ძირითად დასკვნებზე დაყრდნობით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA) შეიმუშავა ბიზნეს მოდელი და მოამზადა შესაბამისი დოკუმენტი. კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში რძის პროდუქტის წარმოებაში არსებული ხარვეზების გამოვლენას. კერძოდ, კვლევა ითვალისწინებს ბიზნეს მოდელის შექმნას რომელიც პრაქტიკაში შესაძლოა იქნას გამოყენებული და აღმოფხვრას რძის სექტორში არსებული ხარვეზები. ამ მიზნით, GFA- ს გუნდმა შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც შეიძლება მოერგოს საქართველოში არსებულ სიტუაციას. გარდა ამისა, ჩატარდა რძის მწარმოებელი ფერმერების საჭიროებათა კვლევა.
ბიზნეს მოდელის შედგენისას, გათვალისწინებული იქნა ყველა შესაბამისი მდგრადი განვითარების მიზანი (SDGs), კერძოდ: SDG 1, SDG 2, SDG 5, SDG 12, SDG 17.
ბიზნეს მოდელი ითვალისწინებს რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერების ასოციაციის (DFA) ჩამოყალიბებას შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი და სამეგრელო და ზემო სვანეთი (რძის მეურნეობა ძირითადად ამ ოთხ რეგიონშია გავრცელებული).
შემოთავაზებული ბიზნეს მოდელი დაკავშირებულია მდგრადი განვითარების მიზნებთან. თითოეული რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერთა ასოციაციის მთავარი მიზანი იქნება პროდუქტიულობის გაზრდა და ქართველი ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. ეს ხელს შეუწყობს SDG 2 -ის მიღწევას – შიმშილის აღმოფხვრა, სურსათის უსაფრთხოება, გაუმჯობესებული კვება და მდგრადი სოფლის მეურნეობა. გაუმჯობესებულ ჯიშებზე, რძის სექტორში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და რძის პროდუქტებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა ფერმერებს მისცემს იმის საშუალებას, რომ აწარმოონ უფრო ეფექტიანად.
რადგანაც რძე და რძის პროდუქტები სოფლის მოსახლეობისათვის აუცილებელი პროდუქტებია, გაზრდილი პროდუქცია ხელს შეუწყობს სურსათის უსაფრთხოებას და ასევე შიმშილის აღმოფხვრას. ამავდროულად, გაზრდილი პროდუქცია პირდაპირ კავშირშია დამატებით შემოსავალთან რძის მწარმოებელი ფერმერებისთვის რომელთათვისაც შემოსავლის მთავარი წყარო სოფლის მეურნეობაა. რძის მწარმოებელ ფერმერთა ასოციაციის ჩამოყალიბება წარმოქმნის დამატებითი ფულადი სახსრების მოძრაობას რეგიონში და ხელს შეუწყობს SDG 1-ს – სიღარიბის აღმოფხვრა ყველა ფორმით – გრძელვადიან პერიოდზე.
SDG 5 – მიღწეულ იქნას გენდერული თანასწორობა და ყველა ქალის გაძლიერება. ერთი შეხედვით, რძის სექტორში ძირითადად მამაკაცები არიან ჩართული. თუმცა, საბაზისო შეფასებისას გამოვლინდა, რომ მამაკაცები და ქალები შედარებით თანაბრად არიან ჩართულნი მეცხოველეობაში. ქალები ძირითადად პასუხისმგებელნი არიან რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაზე. მამაკაცები ზრუნავენ ფერმაზე, ცხოველების ჯანმრთელობაზე და ეხმარებიან ქალებს პროდუქციის გაყიდვაში. ამავდროულად, როგორც ვეტერინარებში ასევე სხვა პროფესიის წარმომადგენლებში, მამაკაცები უფრო ჭარბად არიან წარმოდგენილი. ბიზნეს მოდელი ითვალისწინებს, რომ ქალები და მამაკაცები თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი თითოეული ასოციაციის მენეჯმენტში. ქალებსაც შეუძლიათ წარმატებით განახორციელონ ვეტერინარული სერვისები და ა.შ.
SDG 12 – უზრუნველყოს მდგრადი მოხმარება და წარმოება. საქართველოში რძის სექტორისთვის მნიშვნელოვანია SDG 12.3- თან დაკავშირებული გამოწვევები. ისევე როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია, საქართველოშიც საკვების ნარჩენებსა და დანაკარგებზე (FLW) მცირე სტატისტიკური ინფორმაციაა. ბიზნეს მოდელშო გათვალისწინებულია, რომ DFA- დაეხმარება შესაბამის უწყებებს FLW-ზე სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებაში. ამოვდროულად, ასოციაცია ხელს შეუწყობს ახალი პრაქტიკის დანერგვას რაც შეამცირებს საკვების დანაკარგს. ყოველივე ეს მიღწეული იქნება DFA-ს სერვისებით, როგორიცაა: ინფორმაციის გავრცელება, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერების ცნობიერების ამაღლება და სერტიფიცირება.
SDG 17 – მდგრადი განვითარებისთვის გლობალური პარტნიორობის გაძლიერება.
სხვადასხვა მხარეთა პარტნიორობა მხარდაჭერილი იქნება ასოციაციის მიერ გაწეული ადვოკატირებით, ფერმერების შესაძლებლობების განვითარებითა და სხვა სერვისებით. ასოციაცია ადვოკატირებას გაუწევს ფერმერების უფლებებს როგორს რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე და შეასრულებს შუამავლის ფუნქციას ფერმერებსა და მთავრობას შორის. ასოციაციის შექმნა ასევე ხელს შეუწყობს კერძო და საჯარო დიალოგს სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე.
რეკომენდაციები ახლად შექმნილი რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერების ასოციაციებისათვის
საქართველოში, ასოციაციებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კომუნიკაციის ნაკლებობა პოტენციურ წევრებთან. სერვისის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია წევრებთან რეგულარული კომუნიკაცია. ეს ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული ორგანიზაციის ფინანსურ მდგრადობასთან. რადგანაც ფერმერები მზად არიან გადაიხადონ მათ საჭიროებაზე მორგებული სერვისებისთვის.
საზოგადოებასთან ურთიერთობა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს ახალი წევრების მოზიდვას არის ის ნაწილი, რომლის გაძლიერებაზეც უნდა იმუშაოს ორგანიზაციამ, ამ კუთხით რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერების ასოციაციამ უნდა შეიძინოს მეტი გამოცდილება. ასევე არსებობს იმის საჭიროება, რომ ორგანიზაციამ გაიუმჯობესოს კვლევის უნარები და მის წევრებს შესთავაზოს ბაზარზე ორიენტირებული სერვისები.
რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერების ასოციაციები თავიანთ წევრებს წარადგენენ ეროვნულ დონეზე და ჩამოყალიბდებიან როგორც ბიზნესის მხმარდაჭერი ორგანიზაციები (BSOs). ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები (CSOs), ასრულებენ მნიშვნელოვან როლს რათა გააძლიერონ ურთიერთობები საჯარო-სახალხო სექტორს შორის და ხელი შეუწყონ SDG ინდიკატორების მიღწევას. ამავდროულად, რეკომედირებულია, რომ ამ ასოციაციებმა ითანამშრომლონ BSO-ებთან, CSO-ებთან, სამთავრობო სააგენტოებთან და ასევე კვლევით ორგანიზაციებთან, მიიღონ მონაწილეობა შესაბამის განხილვებში და აქტიურად დაესწრონ სამუშაო შეხვედრებს.