Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

„საქართველოში ამ დროისთვის მოშენებული თევზის ჯიშები ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნადი არ არის“

საქართველოში დღეს თევზის წარმოების სფეროში უკონტროლო სიტუაციაა — ამის შესახებ „მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ტყემალაძე „კომერსანტთანსაუბრისას განმარტავს. მისი განცხადებით,საქართველოს თითქმის ყველა წყალსატევს სათევზე მეურნეობა ჰქონდა, გამოჰყავდათ ლიფსიტები, ავსებდნენ ტბორებს და ხდებოდა რეწვა. ეს სისტემა დღეს მოშლილი და თავის ნებაზეა მიშვებული.

გარდა ამისა, მდინარეებზე თევზის არალელაგური რეწვა მიმდინარეობს. ეს კი უკონტროლო სიტუაციის ხელშემწყობი ფაქტორია. „ნორვეგია ამ მხრივ ჩვენზე უარეს სიტუაციაში იყო. შემდეგ გაჩნდა სახელმწიფო ნება და მიიღეს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეწყვეტილიყო. ნება აღსრულდა და ქვეყანაში თევზის მოშენება დაიწყო. დღეს ნორვეგია ნომერ პირველი მწარმოებელია. მას თავისი წესები და რეგულაციები აქვს “-აცხადებს ტყემალაძე.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში დიდი რაოდენობით ტბორებია, რომლიდან მოპოვებაზეც ლიცენზიებია გაცემული, მაგრამ არაფერი არ კეთდება. ტყემალაძის განცხადებით, არ არის დაცვა და არ ხდება აღწარმოება.

ტყემალაძე აცხადებს, რომ საკითხს და პრობლემას კომპლექსურად უნდა მიეხედოს. პროცესში ჩართული უნდა იყოს გარემოს დაცვის სამინისტრო, პოლიცია, პროკურატურა, მათ შორის სასამართლოც.

„წალკაში მაგალითად, იქ, სადაც ტბორების შემავსებელი ადგილები იყო, სახნავ-სათესები გააკეთეს . დღეს ყველაფერი მოიშლილია. უნდა გაჩნდეს სახელმწიფო ნება, სხვანაირად არაფერი არ გამოვა“-აცხადებს ტყემალაზე.

კითხვაზე, იქნება თუ არა თევზის წარმოება საქართველოში კომერციულად მომგებიანი, ტყემალაძე განმარტავს – რომ არ იყოს მომგებიანი არ იქნებოდა კერძო სასათბურე მეურნეობები. მისი თქმით, ეს კომპანიები თევზს აწარმოებენ, თუმცა, ნაკლები ხელშეწყობის გამო იმდენად მცირე რაოდენობით, რომ მისი გატანა ექსპორტზე ვერ ხდება.

მისი ინფორმაციით, დღეს საქართველოში თევზის ისეთი ჯიშებია მოშენებული, როგორიცაა საზანი, კარპი, ლოქო და ამური. თუმცა, ყველა ეს დასახელება ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნადი არ არის. როგორც ტყემალაძე განმარტავს, კარგი იქნება, საქართველო კალმახის წარმოებას გაზრდის და ზუთხის წარმოებას დაიწყებს.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა უკვე შესაძლებელია. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2017 წლის ივნისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან ევროკომისიისთვის აღიარებული ბიზნესოპერატორების სიის წარდგენას, რის შემდეგაც აღნიშნული ბიზნესოპერატორები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტის განხორციელებას.

წყარო:commersant.ge