საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და გერმანულ ფონდ შპარკასე საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ თორიამ და ფონდ შპარკასე საქართველოს წარმომადგენელმა სალომე მოისწრაფიშვილმა მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული ცოდნის ამაღლებით მოხდება იმ მცირე ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც ოპერირებენ სოფლის მეურნეობის სექტორში.
მემორანდუმის ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო და ტრენინგ მასალების, ფორმალური და არაფორმალური განათლების პროგრამების შექმნას და განვითარებას. აღნიშნული რესურსების შექმნა დაეფუძნება ფონდის მიერ წინასწარ ჩატარებული საჭიროებების კვლევას.