საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ლიტველ და ქართველ BSO-ებს უმასპინძლა

25-29 ოქტომბერს, პროექტ – AGRICONT-ის ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ლიტვის სოფლის ტურიზმის ასოციაციასთან ერთად , ლიტველ და ქართველ BSO-ებს უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე, ორი ქვეყნის BSO-მა სამომავლო პარტნიორობისთვის  არსებული სერვისები განიხილებს და გამოწვევებზე იმსჯელეს. პროექტის ფარგლებში ლიტველები  ნეკრესის მამულებსაც ეწვივნენ და აგროტურისტულ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ. აგროტურისტული პარტნიორობის გაძლიერებისთვის იგეგმება ქართველი BSO–ების ვიზიტი ლიტვაში.

 

პროექტი ევროკომისიის EU4Bbusiness-ის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება , რომლის მიზანია ლიტვური და ქართული BSO– ების დაძმობილების გზით გაზარდოს მათი შესაძლებლობები, შეიმუშაოს აგროტურიზმის ინდუსტრიისთვის ახალი სერვისები და ასევე გააძლიეროს მათი ორგანიზაციული შესაძლებლობები.