საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მოწვევით ამერიკელი ექსპერტი, დოქტორი ჩარლზ ბრიუს ვილიამსი იმყოფებოდა

გეოგაპის (GeoGAP) სტანდარტის დანრგვის პროცესში მყოფი ფერმერებისათვის, რომლებიც მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიდგომების განხორციელებაში დახმარებას საჭიროებენ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ამერიკელი ექსპერტი, დოქტორი ჩარლზ ბრიუს ვილიამსი (C. Bruce Williams PhD Agronomy and Horticulture Svs LLC, Lakeside Farm Inc მოიწვია.
ამერიკელი ექსპერტის ვიზიტი საქართველოში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „ფერმერი -ფერმერს“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ახორციელებს ACDI/VOCA.
დოქტორი ჩარლზ ბრიუს ვილიამსი რეკომენდაციებით ფერმერებისათვის შემუშავდა ტრენინგების მოდული აგროქიმიკატებთან უსაფრთხო მუშაობისათვის, რომელიც მათ დაეხმარებათ დაიცვან საკუთარი და მომხმარებლების ჯანმრთელობა და დააკმაყოფილონ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.