საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები აგროტურიზმის მიმართულებით ჩართული ქალი მეწარმეების გაძლიერება

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ კანადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობის და განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით “საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები აგროტურიზმის მიმართულებით ჩართული ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით”   ახალი პროექტი დაიწყო.

პროექტის მთავარი მიზანია  საქართველოში აგროტურისტული ობიექტების  პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა, პროექტში ჩართული აგროტურისტული ობიექტების შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლების გადაღებითა და გავრცელებით.