საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა

პროექტი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში, ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა

განხორციელების პერიოდი: აგვისტო 2021 – იანვარი 2022

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომელიც საფუძველს ჩაუყრის საქართველოს სოფლების გამოცოცხლებისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია განახორციელებს შემდეგ აქტივობებს: (I) სოფლის მეურნეობაში არსებული ციფრული ტექნოლოგიების იდენტიფიცირება და აღნიშნული მიმართულებით, ასოციაციის წევრი ფერმერების შესაძლებლობებისა და საჭიროებების გამოვლენა; (II) 150 სერვისის მიმწოდებლის პროფილის ციფრულ რუქაზე განთავსება და მათი მონაცემთა ბაზის შექმნა; ციფრული პლატფორმების შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონიდან შერჩეული 200 ფერმერისა და მომსახურების მიმწოდებლებისთვის ტრენინგის ჩატარება; (III) კვლევის დოკუმენტის პუბლიკაცია, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკების შესახებ, რომელიც მოიცავს კონკრეტული ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად მიღებული ფინანსური სარგებლის ანალიზს და ასევე, ასახავს ქვეყნის მასშტაბით გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიებისა და პლატფორმების ნუსხას.