საქართველოდან ფქვილი ანგოლას, ირანისა და ერაყის ბაზარზე გადის.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოდან 1 096 ტონა ფქვილია ექსპორტირებული. აქედან 904 ტონა ანგოლაში, 48 ტონა ირანში, 144 ტონა კი ერაყში.
თანხობრივ მაჩვენებელში სულ ექსპორტირებულია 348 521 დოლარი.
ამავდროულად საქართველოში იმპორტირებულია 1 515 ტონა ფქვილი. ძირითადი იმპორტიორი რუსეთია, იმპორტიორებს შორისააა უკრაინა, იტალია და ავსტრია. 407 124
წყარო:bpi.ge