სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობების განვითარება

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობების განვითარება“ (CBAC) არის 3-წლიანი პროექტი (2015-2018), რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA). პროექტის მიზანია საქართველოს სამხრეთით მდებარე სასაზღვრო რეგიონებში შერჩეულ საწარმოო ჯაჭვში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კონკურენტუნარიანობის ზრდა, აგრარული პოლიტიკის გაუმჯობესებისა და ფინანსური და ტექნიკური დახმარების მეშვეობით.პროექტი მიზნად ისახავს კოოპერატივთა საწარმოო ჯაჭვის წარმატებული მოდელების შექმნას, რაც უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს მდგრადი სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის.