სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება

2016 წლიდან, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული განათლებისრეფორმის პროცესში, ახორციელებს პროექტს „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“, რომელიც მიმდინარეობს გაეროს განვითარებისპროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SWC) და საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტი უზრუნველყოფს პროფესიული განათლების ახალი მოდელის – სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში.