პროექტი წალკის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის

2019 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წალკის მუნიციპალიტეტში ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის (CENN) პროექტს Local Leaders Embrace Sustainable Development in Multi-Ethnic Tsalka Municipality, რომლის მიზანია  წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შექმნა და მის აქტივობებში ახალგაზრდების, ქალებისა და მოწყვლადი ფენების წარმომადგენლების ჩართვა;

    • ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებული რეგიონისთვის რელევანტური გამოწვევებისა და შესაძლებლობების საფუძველზე ადგილობრივი სტრატეგიის შემუშავება;
    • ადგილობრივი განვითარების სტანდარტის მიხედვით მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება (განათლება, ბიზნეს პროექტების ხელშეწყობა);
  • რეგიონის ახალგაზრდებისა და ქალების, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების, ეთნიკური უმცირესობების ჩართულობით, კულტურული და სოციალური ინტეგრაცია, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაზიარება.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს მე-2 აქტივობის (მიზანი #2: ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებული რეგიონისთვის რელევანტური გამოწვევებისა და შესაძლებლობების საფუძველზე ადგილობრივი სტრატეგიის შემუშავება) განმახორციელებელ მხარეს წალკის მუნიციპალიტეტში, რომლის აქტივობები დაკავშირებული იქნება სოფლის მეურნეობის მიმართულებასთან: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა მათი შესაძებლობების განვითარების მიზნით (ცნობადობის ამაღლება, განათლება, ახალი შესაძლებლობების მოძიება ბიზნესისთვის, საპილოტე პროგრამებში ჩართულობა, საჭიროების შემთხვევაში აგროექსპერტებით უზრუნველყოფა).

წალკის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფებისთვის საქართველოს ფერმერთა ასოციაცია უზრუნველყოფს შემდეგი უნარების გადაცემას: კლიმატური ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების მიტიგაცია, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება, ფერმერული მეურნეობის მენეჯმენტი, საკვების უსაფრთხოება, მარკეტინგი და ფინანსებთან ხელმისაწვდომობა.