პროექტი ზრდა საქართველოში

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პარტნიორობას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს „ზრდა“ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. „ზრდა“ არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. პროექტი ახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. USAID-ის ზრდა პროექტს ახორციელებს Chemonics International Inc., რომელსაც, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად მხარდაჭერას უწევს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) და ასოციაცია “სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის” (RDFG).