მისია

ჩვენ ვაერთიანებთ ფერმერთა ხმას მთელი საქართველოდან, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების მიზნით.

 

ხედვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ფერმერთა მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასება.

 

ისტორია

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 4000-მდე ფერმერს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას.

ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან. აქტიურად  იყო ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში. ასოციაცია არის სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო საბჭოს წევრი. მათ შორის, საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ალიანსისა (GAARD).

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ძირითადი მიმართულებებია: ადვოკატირება, შესაძლებლობების გაძლიერება და კავშირების დამყარება.

ადვოკატირება:
► პრობლემების იდენტიფიცირება და მათი წარდგენა შესაბამის მხარეებთან
► რეკომენდაციების შემუშავება და კომუნიკაცია
► ფერმერების ინტერესების დაცვა

 

შესაძლებლობების გაძლიერება:
► პროფესიული განათლება
► კონსულტაციები
► ფერმერების გაძლიერება და განვითარება მათი სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით
► სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები
► კვლევები

 

კავშირების დამყარება:
► ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება
► დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირება
► ბაზარზე წვდომა