მზის ქვეშ

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, პარტნიორ  ორგანიზაციასთან ერთად, EU4Business ინიციატივის ფარგებში ახორციელებს პროექტს “მზის ქვეშ” (Into the Sun), რომელიც დაიწყო 2021 აგვისტოს და გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ და საქართველოსთან ერთად მასში ჩართულია ლიეტუვა, იტალია და მოლდოვა. პროექტი ეხება ბიო/ორგანული აგსო-სასურსათო პროდუქტების მწარმოებლებს და მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობას.

პროექტის საწყის ეტაპზე იგეგმება თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში 5 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს (SME) შერჩევა. შერჩეული SME-ები უნდა ფლობდნენ ბიო სერტიფიკატს, იმყოფებოდნენ სერტიფიცირების გარდამავალ ეტაპზე ან სურდეთ ბიო წარმოებაზე გადასვლა.  შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ სავაჭრო გამოფენასა და ბიზნესებს შორის (B2B) შეხვედრებში, სადაც მათ მიეცემათ საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, მათი საჭიროებების დეტალური შეფასების შემდეგ შემუშავდება მათზე მორგებული 16-კვირიანი სწავლების/მენტორობის პაკეტები.