გყავს ჯიშიანი მსხვილფეხა საქონელი?
ფიქრობ, რომ შენი მსხვილფეხა საქონელი შეესაბამება ჯიშის სტანდარტებს?
მაშინ წარადგინე შენი ფერმა „მესაქონლეობის ექსპო 2019-ზე“
გააცანი შენი ფერმის პროდუქცია მომხმარებელს!
დარეგისტრირდი და მოიყვანე შენი მსხვილფეხა საქონელი 26 ოქტომბერს, თბილისის იპოდრომზე!
მესაქონლეობის ექსპო – 2019 ხორციელდება საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის და საქართველოს მერძევეთა ასოციაციის ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესქონლეობაში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად. მესაქონლეობის ექსპოს ჩატარების მიზანია ხელი შეუწყოს მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის პროდუქტების ადგილობრივ წარმოებას, ვაჭრობის პოტენციალის გაზრდას და ფერმერთა ტექნიკური უნარებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარებას, გააცნოს და დააკავშიროს სფეროში ჩართული სპეციალისტები და ფერმერები.
ღონისძიებას დაესწრებიან: 500-ზე მეტი მეცხოველეობის დარგით დაინტერესებული სტუმარი; საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები; სკოლის მოსწავლეები; სტუდენტები;
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: მესაქონლეობის დარგში მომუშავე 50-ზე მეტი ფერმერული მეურნეობა/კომპანია.
ფერმერული მეურნეობისთვის „მესაქონლეობის ექსპო 2019-ზე“ მონაწილეობა უფასოა. საქონლის ტრანსპორტირებას, განთავსებას, შეჯიბრში მონაწილეობა, ფერმერის სემინარზე დასწრებას უზრუნველყოფს საორგანიზაციო მხარე.
„მესაქონლეობის ექსპო“ ოთხი ძრითადი ნაწილისგან შედგება:
- მსხვილფეხა საქონლის შეჯიბრი (I დღე)
- მსხვილფეხა საქონლის პროდუქტების გამოფენა (I დღე)
- სასკოლო ტურები მოსწავლეების მონაწილეობით (I დღე)
- დახურული სემინარი ფერმერებისთვის (II დღე)
მსხვილფეხა საქონლის შეჯიბრის ფარგლებში გამოვლინდება ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი საქონელი სხვადასხვა კატეგორიაში (სულ 14 საპრიზო ადგილი).
ექსპოზე მონაწილეობას შეძლებენ ის ფერმერული მეურნეობები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
- კომერციული ფერმები, რომლებიც ფლობენ იმპორტირებულ სუფთა სისხლის ჯიშებს (50 სულიანი ფერმა და მეტი) ან ადგილობრივ სელექციურ ჯიშებს.
- იმპორტირებული ჯიშების (ჰოლშტეინი, შვიცი) შეჯიბრება მოხდება 3 კლასში: ზრდასრული (მეწველი) ფური, დეკეული, ხბო.
- ადგილობრივი ჯიშების (მეგრული წითელი, კავკასიური წაბლა) შეჯიბრება მოხდება 1 კლასში – ზრდასრული ძროხა.
იმპორტირებული, სუფთა ჯიშის საქონელი: ფერმები უნდა იყვნენ რეგისტრირებული ბიზნეს ოპერატორად, უნდა დათანხმდნენ მონაწილეობას წერილობით ფორმით, ცხოველები უნდა იყვნენ შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში (ხბო 3-6 თვის ასაკის; დეკეული 10-14 თვის, მეწველი ფური 1-4 ლაქტაციის).
ადგილობრივი ჯიშისათვის: უნდა გააჩნდეთ წერილობითი დასკვნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისგან ცხოველის ჯიშის შესახებ.
ყველა წარდგენილი საქონელი წინასწარ შემოწმდება საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის ექსპერტების მიერ. თითოეული შერჩეული ცხოველი უნდა იყოს ინდივიდუალურად იდენტიფიცირებული საყურე ნიშნის მეშვეობით კანონმდებლობის შესაბამისად, უარყოფითად მორეაგირე ბრუცელოზზე, ვაქცინირებული თურქულის საწინააღმდეგოდ, კლინიკურად ჯანმრთელი და გადაადგილებისას თან უნდა ახლდეს გადაადგილების დოკუმენტი (ფორმა #1).
ცხოველის შეფასების კრიტერიუმები:
ჟიურის წევრები შედგება დარგის ექსპერტებისგან, როგორც საქართველოდან ასევე ესტონეთიდან. მსხვილფეხა საქონლი შეფასდება შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: სიმაღლე; გულმკერდის გარშემოწერილობა; სხეულის სიღრმე; ნეკნების კუთხურობა; გავის კუთხე; გავის სიგანე; უკანა ფეხების უკანა ხედი; უკანა ფეხების დგომა; ფეხის კუთხე; ცურის წინა კუთხე; ცურის წინა კერტების განთავსება; ცურის კერტების სიგრძე; ცურის სიღრმე; ცურის უკანა სიმაღლე; ცენტრალური ლიგამენტი; ცურის უკანა კერტების პოზიცია; ლოკომოტივი; სხეულის მდგომარეობა. ხბოები და დეკეულები შეფასდებიან მხოლოდ ტიპის, ტერფების, ფეხების და მათი მოძრაობის (ლოკომოტივის) მიხედვით.
ადგილობრივი ჯიშის სელექციური საქონლის შეფასება მოხდება ჯიშთან შესაბამისობის მახასიათებლების მიხედვით.
ექსპოზე მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 20 სექტემბერს და დასრულდება 25 სექტემბერს. ექსპოზე მონაწილეობისათვის საჭიროა აპლიკაციის შევსება: