„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის“ სახელმწიფო პროგრამა

პროექტის დასახელება: „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის“ სახელმწიფო პროგრამა

პროექტის განხორციელების პერიოდი: ივლისი, 2021 -ივნისი, 2023

 

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის“ სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პროექტს ახორციელებს საქართველოს 4 რეგიონში – იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

 

პროგრამის მიზანია დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბება და განვითარება შესაბამისი ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სოფლად რძის მცირე წარმოების განვითარების ხელშეწყობა – ახალი სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.

 

პროექტის შედეგად, რძის მწარმოებელ მცირე და საშუალო ზომის შინამეურნეობებსა და ფერმერებში შეიქმნება სადემონსტრაციო ფერმერები, ჩატარდება სწავლებები, მოხდება ხელოვნური განაყოფიერების წახალისება და ჩამოყალიბდება კლასტერები რძის ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეებს შორის, რაც ხელს შეუწყობს მათ შორის ურთიერთკავშირების ჩამოყალიბებას და განმტკიცებას.