თბილისი (BPI) – მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი 258 საწარმოს აქვს მინიჭებული.
სტატუსის მფლობელი კომპანიები სხვადასხვა მაღალმთიან მუნიციპალიტეტში საქმიანობს. ისინი, ძირითადად, დასაქმებულნი არიან აგროსექტორში, მათ შორის, რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; ცუმეულის წარმოება; ჩირის, ტყლაპის და სხვა მსგავსი ნაწარმის წარმოება; ეკოლოგიურად სუფთა პლასმასის წარმოება, ლეიბის, საბნების და ბალიშების დამზადება; ბოცვრების მოშენება და რეალიზაცია.
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათებით.
სტატუსის მქონე კომპანიები იურიდიული პირები ქონებისა და მოგების გადასახადისგან, მეწარმე ფიზიკური პირები ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან 10 წლის ვადით გათავისუფლდნენ.
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, მეწარმე სუბიექტმა განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) უნდა მიმართოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
წყარო:bpi.ge