- სოფლის მეურნეობისა და სურსათის წარმოება ნებადართულია, თუმცა, უსაფრთხოებისთვის რა წესები უნდა დავიცვათ მუშაობისას?
სოფლის მეურნეობაში შრომის უსაფრთხოების გზამკვლევი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/Danarti_N13_soflis_meurneoba.pdf
- იმ ოთხ დიდ ქალაქში, სადაც დაწესდა შესვლა-გასვლის შეზღუდვა თუ შესაძლებელია გადაადგილება სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის?
ქ. თბილისის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლა-გასვლის შეზღუდვა არ ეხება ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს, რომელშიც იგულისხმება M2 და M3 ტიპის ავტოტრანსპორტი, რომელშიც არის სურსათი და აგრარული წარმოებისთვის საჭირო საშუალებები (ვეტ. პრეპარატები, ცხოველთა საკვები, სასუქი, შხამ-ქიმიკატები და ა.შ.). საშვების მისაღებად მიმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (იხილეთ პასუხი მომდევნო კითხვაზე).
- პროდუქტის საკარანტინო ზონებში, ან კარანტინის საათებში სატვირთო გადაზიდვებისათვის (მაგ: დისტრიბუცია) და მუშახელის ტრანსპორტირებისათვის სად არის შესაძლებელი საშვის აღება?
ამისათვის საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება, რომელიც შეგიძლიათ მოითხოვოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის (1501), ან ონლაინ კონსულტაციის საშუალებით (http://nfa.gov.ge/ge/). დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სააგენტოს თანამშრომლებს: მაია საბაშვილი, 599-31-61-56 (maia.sabashvili@nfa.gov.ge), და ვასილ კვერნაძე, 597 25 57 75 (vasil.kvernadze@nfa.gov.ge)
- მუდმივად იქ არ ვცხოვრობ, თუმცა, ვარ რეგისტირებული მუნიციპალიტეტში. შემიძლია თუ არა შესვლა თბილისიდან ან სხვა ნებისმიერი ქალაქიდან?
დიახ, თუ ხართ რეგისტრირებული მუნიციპალიტეტში, თქვენ შეგიძლიათ მის ტერიტორიაზე შესვლა. თუმცა, შემდგომ ამ მუნიციპალიტეტებიდან გამოსვლა იკრძალება 10 დღის ვადით, თუმცა, შეზღუდვის მოქმედების ვადა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.
- მექანიზატორი შეუფერხებლად მუშაობს თუ არა?
შპს მექანიზატორი შეუფერხებლად მუშაობს. მათი მომსახურების მისაღებად მიმართეთ სერვის-ცენტრებს მთელი საქართველოს მასშტაბით: http://www.alsc.ge/Ge/ServiceCenters
- რა შემთხვევაში იქნება დაშვებული აგრარული ბაზრების ფუნქციონირება?
იმ შემთვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს და დაიცავენ სტანდარტებს, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არის დამტკიცებული, მაშინ ისინი ფუნქციონირებას შეძლებენ, ძირითადად, საბითუმო პლატფორმის ფორმატში.
იხილეთ რეკომენდაციები აგრარულ ბაზრებისთვის ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით (წყარო:
http://nfa.gov.ge/ge/media-centri/axali-ambebi0/siaxle1/rekomendaciebi-agraruli-bazrebistvis.page)
- აგრარული პროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული შეფერხებების გამო, გასაღების ალტერნატიული წყაროები თუ არსებობს, რომლითაც მოხდება პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, საბითუმო სავაჭრო ქსელი „ჯიბე“, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მიაწოდონ ბითუმად მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი.
თბილისის რამდენიმე რაიონში ეს იქნება დამატებითი სავაჭრო, ორგანიზებული პლატფორმა იმისთვის, რომ სანიტარიული, ჰიგიენური წესების დაცვით და დაავადების გავრცელების რისკის შემცირების პირობებში მოხდეს ვაჭრობის უწყვეტი განხორციელება (ინფორმაციის წყარო: https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/17907).
ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს პარტნიორ ონლაინ-გაყიდვების მაღაზიას: https://soplidan.ge/
- რამე სასწავლო კურსები თუ არის სოფლის მეურნეობის მიმართულებით რომ გადავემზადო, დამატებითი ცოდნა მივიღო?
გთხოვთ, თვალი ადევნოთ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის Facebook გვერდს. იქ განთავსდება ინფორმაცია ყველა დაგეგმილი ტრენინგისა და ვებინარის შესახებ. (https://www.facebook.com/gfa.com.ge/)
- ფერმერებს უნდა ჰქონდეთ თუ არა მთავრობისგანსოფლის მეურნეობის ახალი პროექტების მოლოდინი?
ამ საკითხის ადვოკატირებას ახდენს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია – იხილეთ ჩვენი კვლევა და რეკომენდაციები მთავრობისათვის: https://gfa.org.ge/wp-content/uploads/2020/04/GFA_COVID-19-IMPACT_GEO-FINAL_compressed-1.pdf?fbclid=IwAR2LmF1Eaz33tP98YjKUkpsVHc-z8YAMOg2cRgiJeswcs0t7YEqiecfkR6s
- რამდენად უსაფრთხოა სასურსათო პროდუქტები და ხდება თუ არა სურსათისგან კორონავირუსით დაინფიცირება?
დღემდე ჩატარებული კვლევების თანახმად კორონავირუსების გადაცემა 99.9 პროცენტში ხდება ადამიანიდან ადამიანზე უშუალო კონტაქტით, ჰაერწვეთოვანი გზით და დარჩენილი 0.1% მოდის მექანიკურ გადამტანებზე, როგორიცაა კარის სახელური, საერთო სარგებლობის ნივთები და ა.შ. წყარო: https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/prevent-getting-sick/how-covid-spreads.html
- სად შემიძლია კორონავირუსის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება?
გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ სპეციალურ ვებ-გვერდს (https://stopcov.ge/ka), ასევე, შეგიძლიათ დარეკოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 1505, ან მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე: 144
გთხოვთ, გაეცნოთ საკანონმდებლო ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძებების შესახებ
- თუ არსებობს რამე აპლიკაცია, რაც ხელს უწყობს კორონავირუსის ადრეულ გამოვლენასა და პრევენციას?
დიახ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა, რომლის მიზანი Covid-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა. გთხოვთ უყურეთ ვიდეოს თუ როგორ შეგიძლიათ აპლიკაციის დაყენება და მართვა თქვენს ტელეფონებში: https://www.youtube.com/watch?v=7k7hPJlTXY8&feature=emb_share&app=desktop
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენს საკონტაქტო მისამართებზე:
- ელექტრონულ მისამართზე info@gfa.org.ge
- მოგვწეროთ Facebook გვერდზე შეტყობინება (https://www.facebook.com/gfa.com.ge/)
- დარეკოთ ასოციაციის ცხელ ხაზზე: +995 32 2 193 003
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ,უპირველს ყოვლისა, გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბარაქიან წელს!