ისტორია

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 4000-მდე ფერმერს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას.

ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, აქტიურად მონაწილეობს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში. ასოციაცია არის სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო საბჭოს წევრი. მათ შორის, საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ალიანსისა (GAARD).

2013 წლიდან ფერმერთა ასოციაცია COPA-COGECA-ს ევროპის სოფლის მეურნეობის და კოოპერატივების გაერთიანების პარტნიორი გახდა. ფერმერთა ასოციაცია მეოთხე ორგანიზაციაა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, რომელსაც ასეთი შესაძლებლობა მიეცა.