ინკლუზიური მოდელი დუალურ განათლებაში

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი „ინკლუზიური მოდელი დუალურ განათლებაში“,რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და საჯაროპროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობით.

პროექტი ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებულ დუალურ სწავლებაში შეზღუდული შესაძლებლობისა  და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ჩართულობის მექანიზმების შემუშავებას  და დანერგვის მხარდაჭერას დარგობრივი ასოციაციების, კერძო სექტორის  მონაწილეობით.