ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)

2019 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია Land O’Lakes Venture 37-თან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს – ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში.

 

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 5 წლიანი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიების წარმომადგენლების კონკურენტუნარიანობისა და აღნიშნულ სექტორებში ადგილობრივად შექმნილი დამატებითი ღირებულების მოცულობის ზრდას. მიზნის მისაღწევად, პროექტი ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას, ბიზნეს მოდელების განვითარებას, პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, ინოვაციური და მარკეტინგული საშუალებების დანერგვას.