,,კომპეტენციები დასაქმებისთვის”

პროექტი „SAY YES“ (Strategic Actions for Youth – A Programme for Youth Employability and Skill Development / „თქვი კი“ – სტრატეგიული აქტივობები ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების დასაქმების და უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა)  შეიქმნა ევროკავშირის ახალგაზრდული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება  “World Vision”-ის საქართველოსა და სომხეთის ოფისებთან თანამშრომლობით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA), ასოციაციის „ანიკა“, საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პარტნიორი კომპანიების მონაწილეობით.

პროექტის მიზანია სოფლად მყოფი ახალგაზრდებისთვის, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და შშმ/სსსმ პირებისთვის განათლების უზრუნველყოფა და მათი დასაქმების ხელშეწყობა.

პროექტი „SAY YES“  ორიენტირებულია დაბალი შემოსავლის მქონე  ახალგაზრდების, მათი ოჯახის ოჯახის წევრების შრომისუნარიანობის გაზრდაზე და საკუთარი ბიზნესი წამოწყების მხარდაჭერაზე.