ზოგადი წესები საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

თანადაფინანსების მიზანს წარმოადგენს მეწარმის უზრუნველყოფა ისეთი
აქტივებით, რომელიც მიმართულია ბიზნესის განვითარების, მდგრადობის და
პროდუქტიულობის ზრდისკენ.
თანადაფინანსების თანხის ათვისება ბენეფიციარის მიერ დაუშვებელია:
– რელიგიური, პოლიტიკური, საომარი და სხვა მსგავსი აქტივობების
დასაფინანსებლად;
– საბრუნავი საშუალებების, მიმდინარე ხარჯების და მათ შორის
ტრანსპორტირება/ საწარმოო ზედნადები დანახარჯების და სასაქონლო
მატერიალურ მარაგების დასაფინანსებლად;
– ბიოლოგიურ აქტივების შესაძენად;
– სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად ადამიანების გადაადგილების
უზრყნველყოფის მიზნით.

აღნიშნული ვრცელდება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ
განხორციელებულ ყველა პროექტსა და პროგრამაზე *
* გამონაკლისს წარმოადგენს დონორის მოთხოვნა კონკრეტულ პროექტზე.