ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

2018 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს ქალთა პროექტს საქართველოში ქალთა ეკონომიკური როლის გაძლიერებისთვის, რაც სხვადასხვა პარტნიორის ჩართულობას ითვალისწინებს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, როგორც ერთ-ერთმა პარტნიორმა დასავლეთ საქართველოს 6 რეგიონში შეარჩია 52 ქალის ბიზნესი (სხვადასხვა ბიზნეს სექტორში).

2018 წლის ბოლომდე შერჩეულ ქალებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტრენინგი ბიზნესის მართვისთვის საჭირო ტექნიკური ცოდნის გადასაცემად, წლის ბოლოს გადაეცემათ მცირე გრანტი, ხოლო მომდევნო 2019 წელს მოხდება უკვე გაძლიერებული ბიზნესების დაკავშირება შინაარსობრივად მსგავს დიდ ბიზნესებთან, რომლებიც დაეხმარებიან მათ რეალიზაციის ახალი გზების მოძიებაში და სტაბილური განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობის გამოყენებაში.