2014 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ევროკავშირის – ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) პროექტის ბენეფიციარი იყო. პროექტის ფარგლებში მიღებული დახმარება განკუთვნილი იყო ფერმერთა ასოციაციის როლის გაძლიერებისთვის და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისთვის, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ფერმერთა მომსახურების გაუმჯობესებას.
