დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აგროსისტემის ელექტრონული რუკის შექმნა

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს – “დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აგროსისტემის ელექტრონული რუკის შექმნა”. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჭკვიანი სოფლის (Smart Village) პროგრამის ფარგლებში. პროექტის მთავარი მიზანია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სისტემის მონაწილეების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეკრება, სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსება და დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდება. ამდენად, ხელი შეეწყობა აგრო-სასურსათო სექტორის გაციფრულებას. შედეგად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ელექტრონული აგრო რუკის საშუალებით სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შეეძლებათ დისტანციურად კავშირების დამყარება და ბიზნეს-გარიგებების დადება.