Team

  • ნინო ზამბახიძე
    ნინო ზამბახიძე
  • თამარ თორია
    თამარ თორია
  • რატი კოჭლამაზაშვილი
    რატი კოჭლამაზაშვილი
  • კახი ჯაში
    კახი ჯაში
  • კობა ჟორჟიკაშვილი
    კობა ჟორჟიკაშვილი
  • თამარ ლასურაშვილი
    თამარ ლასურაშვილი
  • ნიკოლოზ მესხიშვილი
    ნიკოლოზ მესხიშვილი
  • ანი ზურაბაშვილი
    ანი ზურაბაშვილი
  • კოკა დოღონაძე
    კოკა დოღონაძე
  • ეკატერინე ლომინაშვილი
    ეკატერინე ლომინაშვილი
  • თამთა მამულაიძე
    თამთა მამულაიძე
  • სანდრო კანდელაკი
    სანდრო კანდელაკი
  • ნათია მსხილაძე
    ნათია მსხილაძე
  • ნუკი ჩხიკვაძე
    ნუკი ჩხიკვაძე
  • დაკო ბარჯაძე
    დაკო ბარჯაძე
  • ნუკა გოგია
    ნუკა გოგია
  • დავით მამულაშვილი
    დავით მამულაშვილი
  • ანა წვერიანაშვილი
    ანა წვერიანაშვილი
  • ნათია გრიგოლია
    ნათია გრიგოლია
  • ნათია გელაშვილი
    ნათია გელაშვილი
  • გიორგი ბულია
    გიორგი ბულია
  • ანა მენთეშაშვილი
    ანა მენთეშაშვილი
  • თამარ გომიაშვილი
    თამარ გომიაშვილი
  • ილია კუნჭულია
    ილია კუნჭულია
  • ირაკლი არჩვაძე
    ირაკლი არჩვაძე
  • სიმონ წიქარიშვილი
    სიმონ წიქარიშვილი
  • თამარ ჩხიკვიშვილი
    თამარ ჩხიკვიშვილი
  • ნიკა ნინუა
    ნიკა ნინუა
  • ლადო ბასილიძე
    ლადო ბასილიძე
  • ნიკა პერტახია
    ნიკა პერტახია
  • თეკლა გაგოშიძე
    თეკლა გაგოშიძე
  • ელენე ფიცხელაური
    ელენე ფიცხელაური
  • ირინა თხელიძე
    ირინა თხელიძე
  • ნინი გოგიჩაშვილი
    ნინი გოგიჩაშვილი
  • ეკატერინე თარაშვილი
    ეკატერინე თარაშვილი
  • ქეთევან ქადაგიძე
    ქეთევან ქადაგიძე
  • ნიტა ტყავაძე
    ნიტა ტყავაძე
  • მამუკა კახნიაშვილი
    მამუკა კახნიაშვილი
  • ლევან მიქელაძე
    ლევან მიქელაძე
  • ნათია ნინიკელაშვილი
    ნათია ნინიკელაშვილი
  • ანკა ბაბუნაშვილი
    ანკა ბაბუნაშვილი
  • თეკლა გურგენიძე
    თეკლა გურგენიძე
  • ანა ქობალია
    ანა ქობალია
  • ელენე ქაჯაია
    ელენე ქაჯაია
  • გიორგი ხუროშვილი
    გიორგი ხუროშვილი
  • ვერონიკა ჭკადუა
    ვერონიკა ჭკადუა

ნინო ზამბახიძე

2012 წლიდან დღემდე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეა 2013 წლიდან საპარტნიორო ფონდს მრჩევლი იყო აგრო მიმართულებით. იგი 2008 წლიდან იყო აგრო კომპლექსი შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონის“ აღმასრულებელი დირექტორი, 2010 წელს კი მან “რეგიონული განვითარების ასოციაცია” დააფუძნა. ნინო ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების – „მერკური 2011-ის“ მიერ „წლის ქალი მეწარმის“ საპატიო წოდებით დაჯილდოვდა. ის არის პირველი ქალი ლიდერი, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე, ჰილარი კლინტონის პატრონაჟით მოქმედი ორგანიზაცია „მოახდინე ინვესტირება მომავალშის“ ქვეყნის საპატიო კოორდინატორობა დაეკისრა. 2017 წელს ნინო ზამბახიძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) წლის გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად დასახელდა. ნინო ბიზნესის ადმინისტრირებაში გრენობლის ბიზნესის ეკონომიკური სკოლის მაგისტრია. ამავე მიმართულებით, ის არის კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო მაგისტრიც. 2016 წელს ნინო დასახელდა გრენობლის ეკონომიკური სკოლის მიერ წლის მეწარმედ ასევე, გავლილი აქვს სტენფორდი სუნივერსიტეტის ლიდერთა განვითარების აკადემიის კურსი „საჯარო პოლიტიკა კერძო სექტორის განვითარებაში“.

თამარ თორია

თამარ თორია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2015 წლის იანვრიდან იკავებს. გარდა ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობისა, თამარი პასუხიმგებელია საინფორმაციო ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, შესყიდვებისა და ლოგისტიკის, მობილური აპლიკაცია “აგრონავტი”-ს, სერტიფიცირების, პროფესიული განათლებისა და პროექტების განმახორციელებელი განყოფილებების საქმიანობებზე, ისევე როგორც ასოციაციის სტრატეგიის თანახმად, ასოციაციის წევრებისთვის შესაბამისი სერვისების შემუშავებასა და განხორციელებაზე.

თამარი ასოციაციას და მის წევრ ფერმერებს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებსა და საბჭოებში წარმოადგენს, სადაც, შესაბამისად, მათი ინტერესების გატარებას ემსახურება. ამასთანავე, თამარი არის ფერმერთა სათათბიროს მრჩეველი დონორებთან ურთიერთობის საკითხებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების სააპელაციო საბჭოს წევრი, ილია წინამძღვრიშვილი სახელობის კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სხვ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში მუშაობის დაწყებამდე, თამარი მუშაობდა ეკონომიკური განვითარების და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებსა და პროექტებში, როგორიცაა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DfID), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო (MCG), და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები“ (NEO).

თამარს დამთავრებული აქვს თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის დასავლეთ ევროპისა და კულტურის ინსტიტუტი, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და კორპორაციული სტრატეგიისა და დაგეგმვის სამაგისტრო სადიპლომო პროგრამა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯში. მას გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო მოკლევადიანი კურსი, არის სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) პოლიტიკის რეფორმის პროგრამის“ და USDA Cochrane პროგრამის „აგრობიზნესის მენეჯმენტი და მარკეტინგი“, ფრესნო, კალიფორნია, აშშ, კურსდამთავრებული.

რატი კოჭლამაზაშვილი

რატი [ირაკლი] კოჭლამაზაშვილი 2020 წლის მარტიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. იგი იკავებს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას. მანამდე, 2018-2019 წლებში რატი იყო საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში (2014-2019) რატის ISET-ის კვლევით ინსტიტუტში ეკავა აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია. ამ პერიოდში მან როგორც პროექტის მენეჯერმა და მთავარმა მკვლევარმა, განახორციელა 20-ზე მეტი პროექტი, რომელიც საქართველოს აგრო-სასურსათო სექტორის თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავდა. 2012-2013 წლებში, რატი უმცროსი მეცნიერის პოზიციაზე მუშაობდა მინესოტას უნივერსიტეტში (აშშ).

ამასთანავე, რატი არის საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე (2014 წლიდან); თუშეთის განვითარების ფონდის თანა-დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (2015 წლიდან); საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი (2018 წლიდან) და სხვ.

რატი ფლობს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ). 2011 წელს ერთი სემესტრის განმავლობაში სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობდა შვეიცარიის ფედერალურ ინსტიტუტში (ETH Zurich). მაგისტრატურის დასრულების შემდგომ აგრარული ეკონომიკის მიმართულებით სწავლობდა და მუშაობდა აშშ-ი, მინესოტას უნივერსიტეტში (2012-2013). რატი ასევე ფლობს თსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს.  2015 წელს მან გაიარა ჩეხეთში Teaching Fellow-ს კურსი, ხოლო 2018 წელს MASHAV-ის კურსი ისრაელში. 2015 წლიდან რატი ეკონომიკის პრინციპებს ასწავლის საქართველოს უნივერსიტეტში (2015-2017) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2017 წლიდან). რატი თავისუფლად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.

კახი ჯაში

Kakhi Jashi joined the Georgian Farmers’ Association in 2014 as the Financial Director of the Association. Prior to that, since 2012, Kakhi had held the position of the financial manager at the Regional Development Association and participated in the implementation and financial management of the projects of such donors as BP, EC, USAID. From 2004 to 2012, Kakhi was a financial manager at the LEPL Health and Social Projects Implementation Center (National Center for Disease Control and Public Health). During this period, he kept close relationships with government agencies as well as with international donor organizations such as the World Bank, European Union, Global Fund, etc. He has been involved in the implementation of many national and international projects as a financial team leader and manager. In 2001-2004, he worked as the head of the credit department at the Didube branch of the United Georgian Bank.

 

In 1996-2004, Kakhi studied at the Tbilisi State University, majoring in Finances and Banking (bachelor’s, master’s). He holds a master’s degree from Cambridge International College (Financial Strategy & Decisions). In 2006-2010, he successfully completed the following advanced training courses:

Kakhi is fluent in the Georgian, Russian, and English languages.

კობა ჟორჟიკაშვილი

კობა ჟორჟიკაშვილი 2016 წლის ივნისიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. კობა GFA-ს შესყიდვების მენეჯერია. გარდა შესყიდვებისა, პასუხისმგებელია ორგანიზაციაში ლოჯისტიკის მიმართულებაზე.
კობამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ეკონომისტის ბაკალავრის ხარისხს. გაიარა კემბრიჯის საერთაშორისო პროფესიული სასწავლებლის დისტანციური პროგრამა მენეჯმენტის მიმართულებით. თავისუფლად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.

თამარ ლასურაშვილი

თამარ ლასურაშვილი 2021 წლის იანვრიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის HR ხელმძღვანელია. თამარი, ასოციაციის სტრატეგიის გრძელვადინი განვითარების მიზნების შესაბამისად, ზრუნავს პერსონალთან დაკავშირებულ საკითხებზე: საჭირო საშტატო ერთეულის განსაზღვრა-დაკომპლექტება, შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესები, თანამშრომელთა სწავლება-განვითარება, ჩართულობა, პოტენციალის განსაზღვრა, სამოტივაციო საკითხები და ა.შ.

GFA-ს გუნდში მოსვლამდე, თამარის სამუშაო გამოცდილება, როგორც HR პროფესიონალის, 14 წელზე მეტს ითვლის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის FMCG-სა და საცალო ვაჭრობაში. იგი ცდილობს, პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ბიზნესპროცესებზე, ადამიანების ცხოვრებასა და გარემოზე. თამარი არის კავკასიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი. CSB-სა და GGSB-ში მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს CU-ს ახალ თაობას, წვლილი შეაქვს ნიჭიერი და მოტივირებული პროფესიონალების განვითარებაში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან.

თამარი აგრეთვე გახლავთ „ჯორჯიან ბევერიჯ ჰოლდინგის“ HR დირექტორი. ჰოლდინგი აერთიანებს ლუდის, გამაგრილებელი სასმელების და ღვინის წარმოებას, რეალიზაციისა და დისტრიბუციის მომსახურებას. პროფესიული გამოცდილების შუალედში, HR-დან კომერციულ სფეროში გადავიდა და ორი წლის განმავლობაში გაყიდვების ოპერაციებისა და განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ასევე, ეკავა HR ხელმძღვანელის პოზიცია „ნატახტარის ლუდსახარშში“; არის HR ასოციაციის დამფუძნებელი, სხვადასხვა HR პროფესიონალთა ასოციაციის წევრი და HR Hub Next-ის მენტორი.

თამარმა დაამთავრა კავკასიის ბიზნესსკოლის მენეჯმენტის ფაკულტეტი; ფლობს საერთაშორისო ბიზნესის მართვის მიმართულებით საფრანგეთის ორმაგი მაგისტრის ხარისხს, CU – Grenoble Ecole de Management (Grenoble Graduate School of Business); გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო კურსი, არის სერტიფიცირებული ტრენერი და CEB Global (SHL)-ის კომპეტენციების შეფასების სპეციალისტი.

ნიკოლოზ მესხიშვილი

ნიკოლოზ მესხიშვილი 2016 წლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციაციას, ნიკოლოზი GFA-ს პროფესიული განათლების ექსპერტია  და კოორდინაციას უწევს პროფესიული განათლების რეფორმის კომპონენტის, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების/დუალური მოდელის განცხორციელებას. GFA-ს სტრატეგიის თანახმად, ხელმძღვანელობს პროფესიული განათლების და ტრენინგების დეპარტამენტს აგრარული მიმართულებით.

ნიკოლოზი პროფესიული განათლების პროცესში სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებისა და საბჭოების მუშაობაში მონაწილეობს, მათ შორის, არის: პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუოს“ პროფესიული განათლების ოფიცერი, პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფის წევრი და სხვა. სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში სოციალური პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე; ასოციაციის ბაზაზე პროფესიული განათლების კუთხით მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პროექტებში, როგორიცაა: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC); EU, გერმანიის ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International); World Vision; ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო (MCC). აგრარული პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით განახორციელა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა გერმანიაში. ფლობს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის აფილირებული წარმომადგენლის სტატუსს.

ნიკოლოზს დამთავრებული აქვს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის ბაკალავრიატი; ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის კურსი; ნიდერლანდების სტენდენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო სერვისმენეჯმენტში; კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ბიზნეს-მენეჯმენტის ადმინისტრირებისა და მარკეტინგის პროგრამა. გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო კურსი, არის „ფრანკლინ ქოვეის ლიდერობის კურსის“ და, ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან პარტნიორობით ორგანიზებული, „საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკაში“ კურსდამთავრებული.

ანი ზურაბაშვილი

ანი ზურაბაშვილი საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში სერვისების განვითარებას ხელმძღვანელობს, რომელიც GFA-ს ახალი მიმართულებაა. ორგანიზაციაში დიდი რესურსი არსებობს ფერმერების მხარდასაჭერად. ანი ცდილობს, სწორად გამოარკვიოს ფერმერების საჭიროებები და მათზე მორგებული სერვისები შესთავაზოს.

მისი სამუშაო გამოცდილება ბრენდისა და მარკეტინგის მიმართულებებს მოიცავს. ანის პირველი სამსახური საერთაშორისო კრეატიული სააგენტო Saatchi&Saatchi გახლდათ, სადაც მრავალფეროვან ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებს უძღვებოდა. შემდგომ არაერთი წელი მუშაობდა ბრენდ-მენეჯერის პოზიციაზე ისეთი საერთაშორისო ბრენდებისთვის, როგორებიცაა ბაკარდი, მარტინი.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში მუშაობის დაწყებამდე, ანიმ გაიარა ღვინის ტურიზმისა და მარკეტინგის გაერთიანებული მაგისტრატურის კურსი სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში: ესპანეთში University of Rovira I Virghili (URV), ასევე ბორდოში Science Institute of Vine and Wine (ISVV) და პორტოში University of Porto (UP).

კოკა დოღონაძე

კოკა დოღონაძე 2021 წლის მარტიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. კოკა GFA-ს მონიტორინგის და შეფასების სპეციალისტია. ჩვენს გუნდში მოსვლამდე კოკა მუშაობდა რეგიონული განვითარების ასოციაციაში მონიტორინგის და შეფასების მენეჯერის პოზიციაზე; 2013-2019 წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებულ პროექტებში (USAID, EU, bp); აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროექტში შეფასების კომისიის კუთხით (ENPARD, აწარმოე საქართველოში);

2000-2012 წლებში საქმიანობდა სხვადასხვა საჯარო  და კომერციულ ორგანიზაციაში (საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, კავკასიის ლოგისტიკური კომპანია და სხვ.);

კოკა ფლობს მაგისტრის ხარისხს სახელმწიფო მართვაში. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროგრამასა და სწავლებაში (ინტერკულტურული სწავლების კურსი, პოლიტიკის ანალიზის კურსი, სახელმწიფო შესყიდვების ტრენინგი, ფინანსური ტრენინგები, ადამიანის ფსიქოსოციალური ადაპტაციის განსაზღვრის კურსი, ბიზნესის მართვის კურსი, ლიდერშიპის და კომუნიკაციების ტრენინგი, დროის მენეჯმენტის ტრენინგი).

თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ეკატერინე ლომინაშვილი

ეკატერინე ლომინაშვილი 2012 წლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ეკატერინე GFA-ს საინფორმაციო ცენტრის მენეჯერია. იგი პასუხისმგებელია: ორგანიზაციაში შემომავალი და გამავალი ზარების მონიტორინგზე; საინფორმაციო ცენტრის ოპერატორების მუშაობაზე; ფერმერებისთვის საჭირო ღონისძიებების გაცნობასა და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებაზე; ასევე, სხვადასხვა შეხვედრის ორგანიზებაზე; ფერმერთა ასოციაციის საინფორმაციო ბაზის განახლებასა და მის გამართულ მუშაობაზე.
2007 -2012 წლებში ეკატერინე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწედ მუშაობდა. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მთარგმნელი-რეფერენტის სპეციალობით.

თამთა მამულაიძე

თამთა მამულაიძე 2017 წლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. თამთა GFA-ს აგრარული ტექნოლოგიების (აგრიტექის) და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ჩართულია ასოციაციის ციფრული პლატფორმების  მართვის, კონტროლის და განვითარების საკითხებში. თამთას აქვს  საჯარო სექტორში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე 8-წლიანი  სამუშაო გამოცდილება. მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაგეგმვისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსად. 2008 წლიდან საქმიანობდა კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე.

თამთა ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის და კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხებს. მინიჭებული აქვს ახალგაზრდა ტრენერის სტატუსი. ამჟამად სწავლობს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურაზე საჯარო მმართველობის განხრით. 2020 წლიდან საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ასოცირებული პროფესორია.

სანდრო კანდელაკი

სანდრო კანდელაკი 2021 წლიდან შემოურთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. სანდრო GFA-ს ციფრული ტექნოლოგიების და ინოვაციების დივიზიას ხელმძღვანელობს.

აქვს 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარებაზე, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

ასევე, გახლავთ ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ნათია მსხილაძე

ნათია მსხილაძე 2018 წლის თებერვლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ნათია GFA-ს კომუნიკაციის მენეჯერია. მისი ფუნქცია-მოვალეობებია: ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება, ღონისძიებების მენეჯმენტი, მედიასთან ურთიერთობა და მედიასტრატეგიის შემუშავება, მედიამონიტორინგი, ორგანიზაციის კვარტალური და წლიური საქმიანობის გამოცემის აწყობა, ვებკონტენტის ტექსტების რედაქტირება, პროექტებით გათვალისწინებული კამპანიების დაგეგმვა/აქტივობების განხორციელება, პუბლიკაციების და სხვა საკომუნიკაციო მასალების ბეჭდვა და ორგანიზაციის სოციალური მედიის გვერდების მართვა. ნათიას აქვს 15-წლიანი უწყვეტი სამუშაო გამოცდილება როგორც მედიაში, ისე საჯარო და კერძო სექტორებში. არის სხვადასხვა გამოცემის ბლოგერი, „აგროსტოპის“ იდეის ავტორი და წამყვანი, გამოცემა „Advencherer“-ის თანაავტორი.

მინიჭებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ტექნიკური უნივერსიტეტიდან. ასევე, ფლობს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის სამაგისტრო პროგრამის დიპლომს ივენთ მენეჯმენტში და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების დიპლომს. გავლილი აქვს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული ერთწლიანი კურსი: „პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და ეკონომიკა“. ასევე, მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსები: „მარკეტინგი“, „რეკლამა სოციალურ მედიაში“, „ჟესტების ენა“, „კომუნიკაციის თეორიები და ზემოქმედების ხერხები“. არის კოსოვოში ქართულ-ოსური დიალოგის მონაწილე (Berghof ფონდის მხარდამჭერი ბერლინი, პარტნიორი ICCN ).

ნუკი ჩხიკვაძე

ნუკი ჩხიკვაძე 2020 წლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ნუკი კოორდიანაციას უწევს GFA-ს პროექტს „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების განვითარებას და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WBL) მიდგომით სოფლის მეურნეობის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა/განხორციელებას.

 

ნუკის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში, სადაც ჩართული იყო პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში, ასევე,  საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (EU, MCA, GIZ, UNDP, WB, ADB, KFW) მიერ განხორციელებული ცალკეული პროექტების აღსრულებაში. რამდენიმე წლის განმავლობაში გახლდათ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსის ჟიურის წევრი.

 

ნუკი ფლობს ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან (რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიიის ფაკულტეტის);  ასევე, გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო მოკლევადიანი კურსი, მათ შორის, არის „საერთაშორისო ვიზიტორთა პროგრამის“ (IVLP) კურსდამთავრებული (2018 წელი, ვაშინგტონი, კალიფორნია, ალაბამა, ტეხასი, ნიუ იორკი).

დაკო ბარჯაძე

დალი (დაკო) ბარჯაძე 2021 წლის პირველი იანვრიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. დალი GFA-ს  უფროსი HR სპეციალისტია. ვიდრე ასოციაციის გუნდს შემოუერთდებოდა, მუშაობდა „აჭარა ჯგუფში“ რეკრუტერის პოზიციაზე.

HR დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, დალი საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში პასუხისმგებელია: პერსონალთა დოკუმენტაციის, მათ შორის, ხელშეკრულებების მომზადება-შენახვასა და თანამშრომელთა ფაილების წარმოებაზე; HR დეპარტამენტის ადმინისტრაციული საკითხების კოორდინირებაზე; პერსონალის ტაბელის შექმნაზე, აღრიცხვასა და მონიტორინგზე; ფინანსურ დეპარტამენთან ერთად, ყოველთვიური სახელფასო უწყისის მომზადებაზე; პერსონალის შერჩევა-დაქირავებაზე; პერსონალის ტრენინგების პროგრამის შემუშავებაზე.

დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (CSL); გავლილი აქვს როგორიც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სასერტიფიკატო მოკლევადიანი კურსები: BDO აკადემიის HR მენეჯმენტის კურსი; Recruting Academy – The Ultimate Guide to Sourcing in the 21st Centure; ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა შრომითი უფლებების აღსრულების გასაძლიერებლად“ ტრენინგები, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: შრომითი ურთიერთობები, შრომის ინსპექცია, პროფესიული კავშირები, შრომის უსაფრთხოება, ასევე, მენეჯმენტისა და დასაქმებულებს შორის დიალოგი, კონსულტაციები, ლოკაუტი და მედიაცია შრომით ურთიერთობებში.

ნუკა გოგია

ნანა (ნუკა) გოგია 2021 წლის თებერვლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ნუკა GFA-ს შიდა აუდიტორი და რისკების მართვის სპეციალისტია. მუშაობდა ღვინის წარმოების მენეჯმენტის სფეროში, ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე. აქვს ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიისა და აუდიტის მიმართულებით. ოთხი წელი მუშაობდა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში, ბუღალტრის და შემდეგ სენიორ აუდიტორის პოზიციებზე. ცხრა თვის განმავლობაში გადიოდა სტაჟირებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო და შესყიდვების დეპარტამენტებში.

უმაღლესი განათლება მიიღო ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, აქვს ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი. გაიარა ტრენინგები IFRS და აუდიტში. თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. წარჩინებით დაამთავრა სენტ ეგზიუპერის სახელობის ფრანგული კოლეჯი. მონაწილეობდა მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებში საფრანგეთსა და იტალიაში.

დავით მამულაშვილი

დავით მამულაშვილი 2016 წლის აგვისტოდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. დავითი GFA-ს ფინანსური ოფიცერია. 2007-2016 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ქართულ აუდიტორულ კომპანიაში უფროსი აუდიტორის პოზიციაზე, ასევე – რიგი კომპანიების ფინანსურ დეპარტამენტებში (ფინანსური ანალიტიკოსი და კონსულტანტი). ამასთანავე, დავითი არის საქართველოს პარლამენტის მიერ აკრედიტირებული სერტიფიცირებული აუიტორი (2012 წლიდან).

ფლობს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტიდან (ყოფილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი).

ანა წვერიანაშვილი

ანა წვერიანაშვილი 2014 წლის მარტიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ანა GFA-ს ფინანსური ოფიცერია. 2011-2013 წლებში აქვს ბუღალტრის და აუდიტის თანაშემწის სამუშაო გამოცდილება „როიალ აუდიტში“.

ანას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი. ფლობს ბაკალავრის ხარისხს. გავლილი აქვს ACCA -ს პირველი ეტაპი. თავისუფლად ფლობს: ქართულ და ინგლისურ ენებს; საბუღალტრო პროგრამებს – ORIS, Accounting, 1C ERP.

ნათია გრიგოლია

ნათია გრიგოლია 2012 წლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ნათია GFA-ს ბუღალტერია. პასუხისმგებელია ფინანსური აღრიცხვების წარმოებასა და შესყიდვების ანგარიშსწორებაზე. გავლილი აქვს პროგრამულ პროდუქტ 1C ERP 2-ში მუშაობის ტრენინგები.

ნათია არის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

ნათია გელაშვილი

ნათია გელაშვილი 2017 წლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის გუნდს. ნათია GFA-ს   კველვისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელია. 2017 წლამდე იკავებდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეროვნული ანგარიშების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობას. აქვს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება კვლევების, ანალიზის, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით.

ნათია ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (სპეციალობით მენეჯმენტი) ბაკალავრის ხარისხს და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი პროგრამის მაგისტრის ხარისხს. ამჟამად არის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დოქტორანტი. 2015 წლის ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია შემდეგ საგნებში: მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის პრინციპები.

გიორგი ბულია

გიორგი ბულია 2021 წლის მარტიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. გიორგი GFA-ს უფროსი მკვლევარია. იგი პასუხისმგებელია: გამოცხადებული კვლევითი ტენდერების მიმოხილვასა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება/წარდგენაზე; პროექტების ფარგლებში კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაზე; სექტორულ ექსპერტებთან მჭიდრო კომუნიკაციასა და მათი საქმიანობის კოორდინირებაზე. გიორგი, ასევე, ჩართულია ანალიტიკური ანგარიშების/ბლოგების მომზადებაში.

გიორგის აქვს ექვსწლიანი სამუშაო გამოცდილება მონიტორინგისა და შეფასების, კვლევის, ანალიზისა და მენეჯმენტის მიმართულებებით. 2018-2021 წლებში მუშაობდა PMO Business Consulting-ში, როგორც ბიზნესკონსულტანტი და მკვლევარი, ხოლო 2015-2017 წლებში დასაქმებული იყო კომპანია GeoWel Research-ში, ასევე მკვლევარის პოზიციაზე. გიორგი გამორჩეულია თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების ანალიტიკის უნარით. ფლობს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს (2013) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს (2015) ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (ISET).

ანა მენთეშაშვილი

ანა მენთეშაშვილი 2020 წელს შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ანა GFA-ს მკვლევარია. კვლევითი ნაწილის გარდა, ჩართულია ასოციაციის სხვადასხვა პროექტში და პასუხისმგებლია აქტივობების განხორციელებაზე.

ანა ფლობს ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

თამარ გომიაშვილი

თამარ გომიაშვილი 2021 წლის თებერვლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოაციაციას. თამარი GFA-ს ფერმერთა სათათბიროსა და რეგიონულო ოფისების მდივანია. იგი პასუხისმგებელია: ფერმერთა სათათბიროს შეხვედრების კოორდინირებაზე, აღრიცხვასა და ოქმების შედგენაზე; წევრ ფერმერთა ჩართულობის უზრუნველყოფაზე; დოკუმენტების მოწესრიგებასა და შესაბამის სახელმწიფო, საჯარო და/ან კერძო სტრუქტურებთან კომუნიკაციის დამყარებაზე. პარალელურად, თამარი ასოციაციის გარემოსდაცვითი სამუშაო ჯგუფის წევრია.

თამარს გავლილი აქვს A-Levels (Advanced Level)-ის სრული კურსი ჰაიბერი კოლეჯში (Highburry College, დიდი ბრიტანეთი) და ფლობს კემბრიჯის საერთაშორისო განათლების სეტიფიკატს (GCE) სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, მედია-კომუნიკაციებისა და ფოტოგრაფიის მიმართულებით.

ამჟამად თამარი ფსიქოლოგიის ბაკალავრიატის სტუდენტად ირიცხება კავკასიის უნივერსიტეტში; ამავე სასწავლო დაწესებულებაში გავლილი აქვს ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო კურსი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ილია კუნჭულია

ილია კუნჭულია 2018 წელს შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ილია GFA-ს სერტიფიცირების  სპეციალისტია. მუშაობს ხილისა და ბოსტნეულის ღირებულებათა ჯაჭვის ხარისხის ინფრასტრუქტურის გამართვასა და ფერმერული მეურნეობების ბიზნესმოდელების განვითარებაზე. მისი პასუხისმგებლობაა ფერმერების დახმარება, დანერგონ სტანდარტები და იყვნენ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ამავდროულად, ილია ჩართულია GFA-ს მობილური ლაბორატორიის მომსახურების საქმიანობაში, ისევე როგორც აგროტურიზმის, განათლების, შრომის უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებებით.

ასოციაციაში მოსვლამდე ილია მუშაობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში (2015-2018) სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებებით. ამავე პერიოდში, სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ემსახურებოდა გარემოს დაცვას, ადგილობრივი თემებისა და თემებზე დაფუძნებული ორგანიზაციების მხარდაჭერას, ისევე როგორც, სამოქალაქო საზოგადოების წევრების ცნობიერების ამაღლების საკითხებს მდგრადი განვითარების მიზნების გარშემო.

ილია ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს (2014), არის აგრონომიის მაგისტრი (2016) და ამჟამად სწავლობს აგრარული ტექნოლოგიების სადოქტორო პროგრამაზე (2019-დან).

ირაკლი არჩვაძე

ირაკლი არჩვაძე 2021 წლის დასაწყისიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ირაკლი GFA-ს სერვისების დეპარტამენტში გაყიდვების სპეციალისტია. 2019-2020 წლებში მუშაობდა საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიაში საოპერაციო მენეჯერის თანამდებობაზე, სადაც აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ადგილობრივ ფერმერებთან და ჰორეკა მიმართულების კომპანიებთან. სწორედ აღნიშნული გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებას აპირებს ახლად შექმნილი სერვისების დეპარტამენტის ფარგლებში ფერმერებისთვის საჭირო სერვისების დასანერგად.

ამ სფეროში გადმონაცვლებამდე ირაკლი 7 წლის განმავლობაში მუშაობდა საბანკო სექტორში, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბანკების – Société Générale, Procredit Bank – საქართველოს წარმომადგენლობაში ფილიალის დირექტორის პოზიციაზე.

2012 წლიდან 2014 წლამდე საქმიანობდა სს „პროკრედიტ ბანკ საქართველოში, ბიზნესდაკრედიტების ექსპერტად. 2014 წლიდან 2017 წლამდე სს „ბანკ რესპუბლიკაში“ იკავებდა ფილიალის დირექტორის პოზიციას. 2017-2018 წლებში მუშაობდა სს „თიბისი ბანკში“, ფილიალის დირექტორის თანამდებობაზე.

სიმონ წიქარიშვილი

სიმონ წიქარიშვილი 2019 წლის ოქტომბრიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. სიმონი იკავებს GFA-ს შესყიდევბისა და მონიტორინგის ასისტენტის პოზიციას. გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ დეპარტამენტში, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.

სიმონს დამთავრებული აქვს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფინანსების საბაკალავრო პროგრამა. აგრეთვე, განათლება მიღებული აქვს მადრიდში, ესპანეთში ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით (Universidad de Alcalá).

სიმონი თავისუფლად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.

თამარ ჩხიკვიშვილი

თამარ ჩხიკვიშვილი 2021 წლის მაისიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. თამარი GFA-ს მესაქონლეობის კონსულტანტი და სერტიფიცირების სპეციალისტია. იგი მუშაობს გეოგაპის სერტიფიცირების პროგრამაზე მერძეული მეცხოველეობის მიმართულებით; ჩართულია მესაქონლეობის კუთხით მიმდინარე აქტივობებში.

თამარი ფლობს ვეტერინარული მედიცინის მაგისტრის ხარისხს აგრარული უნივერსიტეტიდან; გაცვლითი პროგრამით მიღებული აქვს განათლება ესტონეთში. ამჟამად სწავლობს დოქტორანტურაზე ეპიდემიოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. დასაქმებული იყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში რისკის შეფასების სპეციალისტად და კერძო ვეტერინარულ კლინიკაში, ვეტერინარად.

ნიკა ნინუა

 

ნიკა ნინუა 2021 წლის იანვრიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრო-ბიზნესის მონიტორინგის სპეციალსიტია. ნიკა, GFA-ს გუნდში მოსვლამდე, მუშაობდა „რეგიონული განვითარების ასოციაციაში“ (RDA) მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში, გარდა ყოველდღიური საქმიანობისა, ნიკა პასუხისმგებელია პროექტის ყველა ეტაპის მონიტორინგზე, პროექტის საჭირო მონაცემების შეგროვებასა და განახლებაზე, საბოლოო ანგარიშების მომზადებაზე.

ნიკას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი.

ლადო ბასილიძე

ლადო ბასილიძე 2020 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ლადო GFA-ს უფროსი ექსპერტ-მეცნიერია. პარალელურად, ლადო საქმიანობს სხვადასხვა პოზიციაზე სხვა ორგანიზაციებშიც, კერძოდ: არის ბიოწარმოების პროექტის ხელმძღვანელი ქართულ-გერმანულ ხილის გადამამუშავებელ საწარმოში „შპს კავკასუს ორგანიკ ფრუტს“ (2018 წლიდან), არის სამეცნიერო პროექტის კოორდინატორი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში (2019 წლიდან) და პროექტის კონსულტანტი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანაში“ (2020 წლიდან). 2016-2018 წლებში იყო პროექტის მენეჯერი არასამთავრობო ორგანიზაციაში „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA)“ და სამეცნიერო პროექტის ასისტენტი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. 2017 წელს ლადო ბასილიძე იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სტიპენდიანტი. 2015 წელს საქმიანობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)“ გარემოსდაცვითი პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.

ლადო ფლობს სატყეო მეცნიერების მაგისტრის ხარისხს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან; ასევე – ბიზნესის ადმინისტრირების და ტურიზმის ბაკალავრის ხარისხს გურამ თავართქილაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტიდან. 2014 წელს, ერთი სემესტრის განმავლობაში, სწავლობდა მეტყევეობას პრაღაში, ჩეხეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტში (CULS). ამჟამად სწავლობს დოქტორანტურაზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სატყეო დარგის მიმართულებით. თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ნიკა პერტახია

ნიკა პერტახია 2021 წლის დეკემბერში შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ნიკა GFA-ს უფროსი მკვლევარია. ნიკას 3 წლიანი გამოცდილება აქვს სახელმწიფო პროგრამების მართვაში, ასევე 3 წლიანი გამოცდილება მონიტორინგისა და შეფასების, კვლევისა და ანალიზის მიმართულებით. 2019-2021 წლებში ნიკა მუშაობდა სსიპ-ში “აწარმოე საქართველოში” მეწარმეობის დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერის და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციებზე. 2016-2019 წლებში ნიკა იკავებდა მკვლევარის პოზიციას კომპანია GeoWel Research-ში და სამაგიდე, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევითი აქტივობების სრულ სპექტრს ფარავდა მისი საქმიანობა. ნიკა ფლობს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს (2015) ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (ISET) და ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს (2011) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან (GAU).

თეკლა გაგოშიძე

თეკლა გაგოშიძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შეუერთდა 2021 წლის ოქტომბერში, როგორც პროფესიული განათლებისა და ტრენინგების კოორდინატორი. მას აქვს 4+ წლიანი გამოცდილება საერთაშორისო და საგანმანათლებლო პროექტების მართვაში და მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა Qatar Foundation, Doha Forum და National Democratic Institute-ი.

ის ფლობს ბაკალავრის ხარისხს კულტურასა და პოლიტიკაში Georgetown University in Qatar-დან, ხოლო მაგისტრის ხარისხს ისლამსა და გლობალურ საკითხებში Hamad bin Khalifa University-დან.

ელენე ფიცხელაური

ელენე ფიცხელაური 2022 წლის 18 აპრილიდან შემოუერთდა საქართველოს  ფერმერთა ასოციაციის გუნდს. ელენე იკავებს ასოციაციების განვითარების სპეციალისტის პოზიციას  – ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ – SQIL, რომელსაც საქართველოში ახორციელებს Land’o Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.

ელენეს არის სურსათის უვნებლობის სპეციალისტი და აქვს სახელმწიფო უწყებაში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. საქართველოს ფერმერთა ასოცოაციაში მუშაობოს დაწყებამდე, იგი იკავებდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოში, სურსათის დეპარტამენტში – სურსათის ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების სამმართველოში უფროსი სპეციალისტის თანამდებობას, ამავე სააგენტოში 2014 წლიდან დაიწყო სტაჟირება – სურსათის/ცხოველის საკვების ინსპექტირების დეპარტამენტში, შემდეგ  იგი გადავიდა სურსათის დეპარტამენტში და იკავებდა პოზიციებს არაცხოველური წარმოშობის სურსათის და რისკის ანალიზის სამმართველოში უფროს სპეციალისტად. ელენე  2021 წლისდან არის სსიპ განათლების ხარისხის ცენტრის – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის დარგის ექსპერტი – სურსათის უვნებლობის მიმართულებით. ასევე ელენეს აქვს პროფესიულ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება  სსიპ „კასპის პროფესიულ კოლეჯში“ და იგი უძღვება პროგრამას – „სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა საწარმოში“.

ელენეს 2010-2014 წლებში დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი. ასევე 2018 წელს მიენიჭა საქართველოს უნივერსიტეტის (UG) – საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პოლიტიკის ფაკულტეტის მაგისტრის წოდება. გავლილი აქვს, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ტრენინგები და სასერტიფიკაციო კურსები.

ირინა თხელიძე

ირინა თხელიძე 2019 წელს შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ირინა აქტიურად არის ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისკენ მიმართულ, საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტში, როგორებიცაა:  ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ დაფინანასებული „ფერმერული მეურნეოების მხარდამჭერი ინიციატივა“ (FSI) , რომლის მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობაში ჩართული მცირე მეწარმეების კონკურენტუნარიანობისა და შემოსავლების ზრდით;  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ირლანდიური კვლევითი ინსტიტუტის პროექტი Demter, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიების გზით; ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაცია CENN-თან ერთად, წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტი „ეს წალკაა“, რომლის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შექმნა და მის აქტივობებში ახალგაზრდების, ქალებისა და მოწყვლადი ფენების წარმომადგენლების ჩართვა;

ირინა თხელიძეს აქვს 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში. უკანასკნელი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით. თანაავტორია ეროვნული ბანკის დაკვეთით შექმნილი სახელმძღვანელოსი „ფინანანსურ ინსტიტუებთან ურთიერთობა“, რომელიც განკუთვნილია მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების ასამაღლებლად.
დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სახელმწიფო მართვის მოხელის სპეციალობით. არის ეკონომიკური სკოლა ESM-ის მაგისტრი.

ნინი გოგიჩაშვილი

ნინი გოგიჩაშვილი 2021 წელს შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის გუნდს. ნინი GFA-ს CSR სპეციალისტია. 2018–21 წლებში, „აჭარა ჯგუფში“ იკავებდა HRMS პროექტის კოორდინატორის, შემდეგ კი აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტის პოზიციას.

 

ნინი ფლობს ლაზარსკისა (პოლონეთი) და ქოვენთრის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპათმცოდნეობის ბაკალავრის საპატიო ხარისხს.

ეკატერინე თარაშვილი

ეკატერინე თარაშვილი 2021 წლის მარტიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ეკატერინე GFA-ს ERP სისტემის სპეციალისტია. 2013-2020 წლებში მუშაობდა არაერთ მსხვილ კომპანიაში, სადაც აქტიურად იყო ჩართული ERP სისტემების დანერგვაში, აქვს პროექტების მართვის გამოცდილება.

ეკატერინე ფლობს მათემატიკის ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხს ქართული უნივერსიტეტიდან (სანგუ).

ქეთევან ქადაგიძე

ქეთევან ქადაგიძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციაციაში მისი დაარსების დღიდან მუშაობს. ქეთევანი GFA-ს საინფორმაციო ცენტრის ოპერატორია.

ქეთი პასუხისმგებელია ქოლ-ცენტრის შეუფერხებელ მუშაობაზე; ევალება ქოლ-ცენტრის ყოველდღიური აქტივობების განხორციელება: მონაცემთა შეგროვება, სატელეფონო ზარებზე პასუხი და კონსულტაციების გაწევა, ფერმერთა საჭიროებების გადაწყვეტისთვის გზების მოძიება, ასევე – მათი ადმინისტრაციული დახმარება.

ნიტა ტყავაძე

ნიტა ტყავაძე 2021 წლის სექტემბერში შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ნიტა პროექტის „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზრზე წვდომა“ კოორდინატორია. მისი მთავარი მოვალეობაა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება, მათი მონიტორინგი და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კოორდინაცია.

ნიტას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში. გავლილი აქვს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სასერტიფიკატო  კურსები. იგი გახლავთ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული  პროექტის „შავი ზღვის გალურჯება“ ეროვნული ექსპერტი.

ნიტას დამთავრებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2020 წელს, ერთი სემესტრის განმავლობაში, სწავლობდა გარემოსდაცვითი მეცნიერებების ფაკულტეტზე გერმანიაში, კიოლნის უნივერსიტეტში. თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

მამუკა კახნიაშვილი

მამუკა კახნიაშვილი საქართველოს ფერმერთა ასოციაციას 2022 წლის იანვირდან შემოუერთდა.  მამუკა ასოციაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სპეციალისტად მუშაობს და მის მოვალეობაში შედის როგორც ზოგადად ასოციაციის შესახებ, ისე კონკრეტული პროექტების ჭრილში საზოგადოებასთან კომუნიკაცია, კორპორაციული იდენტობის გაძლიერება და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

მამუკას საზოგადოებათან ურთიერთობის, მარკეტინგისა და ცნობიერების ამაღლების პლატფორმების წარმატებით გამოყენების თითქმის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.  მას უმუშავია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, უფრო ადრეულ წლებში კი იყო ჟურნალისტი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ასევე მუშაობდა მედიისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიმართულებით.  მამუკას სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია და ისეთ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა საბანკო/საფინანსო სექტორი, ავიაცია, ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესის კვლევა, ციფრული ტრანსფორმაცია, ელექტრონული მმართველობა, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება და სხვა.

მამუკა ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ჟურნალისტიკაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.  გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული სასწავლო პროგრამა როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.

ლევან მიქელაძე

ლევან მიქელაძე 2022 წლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. მისი საქმიანობე ეხება ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროექტს სახელად „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელიც ხორციელდება ამერიკულ საერთაშორისო ორგანიზაცია Land O’Lakes Venture 37-თან პარტნიორობით. მისი ვალდებულებები შეადგენს საბაზრო ფასების შეგროვების ხარისხის უზრუნველყოფას, კოორდინაციას და ანალიზს.

ჯგუფის შემოერთებამდე, ლევანი მუშაობდა თიბისი ბანკის მაკრო-ფინანსური ანალიზის განყოფილებაში ანალიტიკოსად. მას ასევე გააჩნია მკვლევარისა და კონსულტანტის გამოცდილება პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფსა (PMCG) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU). მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტებში.

ლევანი ეკონომიკის მიმართულებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის სკოლის (ISET) ბაკალავრის დიპლომს ფლობს და მისი სპეციალობა მოიცავს მაკროეოკნომიკას და ფინანსებს.

 

 

ნათია ნინიკელაშვილი

ნათია ნინიკელაშვილი 2018 წლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ნათია GFA-ს პროექტების მენეჯერია. ფერმერთა ასოციაციის მხრიდან ხელმძღვანელობდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ პროექტს „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ და დღემდე ხელმძღვანელობს ევროკავშირის პროექტს წალკაში, სახელად „ეს წალკაა“. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობს ქალთა და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას ბიზნესსექტორში დასავლეთ საქართველოს რეგიონებსა და წალკაში, ასევე ფერმერების გაძლიერებას ტექნიკური უნარებით და თეორიული ცოდნით.

2015 წლამდე ნათია 15 წელი საბანკო სისტემაში იყო დასაქმებული ფინანსური და საოპერაციო რისკების მართვის მიმართულებით.

ნათია ნინიკელაშვილი ინოვაციური ბიზნესის Soplidan.ge-ს დამფუძნებელი და დირექტორია.

Soplidan.ge პირველი ონლაინმაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს 250-ზე მეტი დასახელების, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტს სთავაზობს ონლაინ და მეორე დღეს ადგილზე მიტანას ახორციელებს.

მანვე 2018 წელს დააარსა საქართველოს ელექტრონიული კომერციის ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებული მოთამაშეების გაერთიანებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ამ სფეროს გამოწვევებისა და შესაძლებლობების ეფექტურად გამოვლენას.

ნათია ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.

ანკა ბაბუნაშვილი

ანა (ანკა) ბაბუნაშვილი 2017 წლის სექტემბერში შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ანკა GFA-ს ციფრული ტრანსფორმაციის სპეციალისტია. იგი პასუხისმგებელია ასოციაციის ფარგლებში არსებული ციფრული პლატფორმების გამართულ მუშაობაზე. გარდა ამისა, ანა ბაბუნაშვილი პლატფორმა აგრონავტის აღმასრულებელი ოპერაციული ოფიცერია (COO).

ანკა ჩართულია ასოციაციის გუნდში ინოვაციური იდეების განხილვასა და დამუშავებაში, მათ შესასრულებლად ტექნიკური დავალების შექმნასა და განხორციელებაში.

ანკას დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო და საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა (CSG). გავლილი აქვს ციფრული მარკეტინგის პრინციპებისა და სოციალური მედიამენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი.

თეკლა გურგენიძე

თეკლა გურგენიძე 2018 წლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის გუნდს. თეკლა GFA-ს აგრონომიისა და სერტიფიცირების დეპარტამენტში სერტიფიცირების სპეციალისტია. მუშაობს ხილისა და ბოსტნეულის პირველადი წარმოების ადგილობრივი სტანდარტის განვითარებაზე, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სისტემების ხარისხის ინფრასტრუქტურის გამართვაზე. პარალელურად, თეკლა არის პროფესიული განათლების დეპარტამენტის ასისტენტი და ჩართულია პროფესიული განათლების მიმართულების პროექტების განხორციელებაში, აქვს პარტნიორ ორგანიზაციებთან კოორდინაცია, მათ შორის, აქტიურ კომუნიკაციაშია საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო სექტორთან და სახელმწიფო უწყებებთან. ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში, ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით გარემოსდაცვითი საკითხებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორცილებაში.

თეკლა მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში UNDP – საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების პროექტზე, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტზე USAID/REAP. არის მარიამ ქუთელიას სახელობის საგრანტო პროექტის გამარჯვებული, რომელიც CNFA საქართველოს მიერ დაფინანსებული USAID/REAP პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

თეკლა ფლობს აგრონომიის მაგისტრის ხარისხს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან; არის ახალგაზრდა მეცნიერი, იტალიის, პადოვას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჟენევას სამაგისტრო პროგრამის ხარისხის მფლობელი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „ეკოლოგიური უსაფრთხოების“ კომისიის წევრი; ადგილობრივი და საერთაშორისო სასწავლო კურსების, ტრენინგების მონაწილე; ნიადაგმცოდნეობის რესპუბლიკური ოლიმპიადების გამარჯვებული; საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კონფერენციების მომხსენებელი, სამეცნიერო სტატიებისა და ნაშრომების ავტორი.

ანა ქობალია

ანა ქობალია 2015 წლის მარტიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორია.
ანა პასუხისმგებელია GFA-ს საინფორმაციო ცენტრის შეუფერხებელ მუშაობაზე. ევალება  საინფორმაციო ცენტრის ყოველდღიური აქტივობების განხორციელება: მონაცემების  შეგროვება, სატელეფონო ზარებზე პასუხი, ფერმერთა საჭიროებების გადაწყვეტის გზების მოძიება და ფერმერებისთვის კონსულტაციების გაწევა.

ანას დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

ელენე ქაჯაია

ელენე ქაჯაია ციფრული ადმინისტრირების ასისტენტის პოზიციაზე სამ თვიანი სტაჟირების შემდგომ, 2021 წლის ოქტომბერში შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ელენე GFA-ს კომუნიკაციების ასისტენტია და ამავდროულად ჩართულია სხვადასხვა ციფრული პლატფორმის განვითარებაში.

ელენე ამჟამად სწავლობს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე.

გიორგი ხუროშვილი

გიორგი ხუროშვილი GFA-ს გუნდს შემოუერთდა 2021 წლის დეკემბრიდან და იკავებს შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციას. GFA-ის გუნდში მოსვლამდე, მუშაობდა საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე „პალიტრა მედია ჰოლდინგში“ და კომპანია „ბელ მეზონში“.

გიორგი ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის მიმართულების მაგისტრის ხარისხს. გავლილი აქვს „ნიუ ჯერსის საჯარო უნივერსიტეტის“ დისტანციური სერტიფიცირების პროგრამა მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვის და ორგანიზების მიმართულებით.

გიორგი ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.

ვერონიკა ჭკადუა

ვერონიკას გააჩნია შვიდ წელზე მეტი გამოცდილება პროგრამების და პრექტების მენეჯმენტში. მისი კარიერის განმავლობაში, ვერონიკა მუშაობდა სხვა და სხვა კვლევით, აკადემიურ, და არასამთავრობო ორგანიზაციებში. ა.შ.შ. ცხოვრების პერიორში, ვერონიკა მუშაობდა შემდეგ ორგანიზაციებში როგორიცაა ჰადსონის ინსტიტუტი (ქ. ვაშინგტონი), საქართველოს საელჩო ა.შ.შ. – ში და ალაბამას უნივერსიტეტში. საქართველოში ვერონიკა მუშაობდა ევრაზიის პარტნიორობის ფონდში პროგრამის ოფიცერის თანამდებობაზე და თავისუფლების ინსტიტუტში პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე. უკანასკნელ წლებში, ვერონიკა მუშაობდა უფროსი მკლველვარის პოზიციაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების“ ინსტიტუტში, სადაც მან არაერთი პოლიტიკური დოკუმენტის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა.

ვერონიკა ფლობს მაგისტრის ხარისხს საჯარო პოლიტიკაში ალაბამას უნივერსიტეტი, ა.შ.შ. და სოციალურ მეცნიერებებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ვერონიკა არის რამდენიმე სარეკომენდაციო დოკუმენტის თანაავტორი.