გეოგაპის შესახებ

Facebook გვერდი 

გეოგაპის დანერგვის სახელმძღვანელო

გეოგაპის მოთხოვნების სია

საქართველოში სულ უფრო იზრდება მოთხოვნები სურსათის უვნებლობის მიმართ როგორც კანონმდებლობის, ასევე მომხმარებლების მხრიდან. ამას ხელს უწყობს ტურიზმის სექტორის მზარდი ტენდენცია, რაც გამოიხატება ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე მოთხოვნის მატებაში.

ქართველი პირველადი მწარმოებლების დასახმარებლად საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ USAID-ის მხარდაჭერით პროექტ “ზრდა”-ს ფარგლებში შეიმუშავა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (პირველ ეტაპზე ხილ-ბოსტნეულის) პირველადი წარმოების სტანდარტი გეოგაპი, რომელიც მორგებულია ადგილობრივ პირობებსა და კანონმდებლობას. გეოგაპის სერტიფიცირების სქემის განვითარებით ასოციაცია ფერმერებს დაეხმარება, სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების გამოყენებით განავითარონ თავიანთი საქმნიანობა, იმოქმედონ მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სისტემების მოთხოვნების შესაბამისად და გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისკენ, რითიც ერთი მხრივ, ხელი შეეწყობა ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი სურსათის მიკვლევადობას და მეორე მხრივ, მაღალხარისხიანი პროდუქციის ექსპორტს.

გეოგაპის სტანდარტის დოკუმენტაცია შედგება მოთხოვნების სიისგან, სერტიფიცირების სქემის მარეგულირებელი ზოგადი დებულებებისაგან  და სტანდარტის დანერგვის სახელმძღვანელოსაგან.