გახდი წევრი

 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრების უფლებები:

  • GFA-ს შესაბამის აქტივობებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება
  • GFA-ს შესაბამის აქტივობებზე წვდომა და მათში მონაწილეობა
  • საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარება სხვა პირებისთვის
  • GFA-ს მონაცემთა ბაზაზე და წევრების საკონტაქტო ინფორმაციაზე წვდომა
  • GFA-ს წევრობის დამადასტურებელი ცნობის მიღება
  • ფერმერთა სათათბიროზე საკითხის წარდგენა თავისი წარმომადგენლის მეშვეობით
  • GFA-ს ადვოკატირების აქტივობების მხარდაჭერა და მონაწილეობის მიღება
  • ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ღონისძიებებზე, როგორიცაა ტრენინგები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები, სასწავლო ტურები და გამოფენა-გაყიდვები
  • კვლევებსა და ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობის შესაძლებლობა
  • GFA-ს შესაბამისი შეხვედრების ოქმებსა და წლიურ ანგარიშებზე წვდომა

 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრების მოვალეობები:

  • ასოციაციის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა
  • GFA-ს წესდებაში განსაზღვრული რეგულაციების დაცვა
  • GFA-თვის რელევანტურ საკითხებზე საჯარო განცხადების ასოციაციასთან შეთანხმება; იმ შემთხვევაში, თუ წევრის მოსაზრება არ ემთხვევა ასოციაციის პოზიციას, წევრმა გარკვევით უნდა დააფიქსიროს, რომ ეს არის მხოლოდ მისი მოსაზრება
  • GFA-ს იმიჯზე ზრუნვა
  • თავის არიდება ისეთი ქცევისა და ქმედებებისგან, რომელიც ასოციაციას მოუტანს მატერიალურ ზიანს ან შელახავს მის იმიჯს
  • ასოციაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება

 

⇒ საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში გაწევრიანების მოთხოვნის ფორმა