„აწარმოე საქართველოში“

2015 წლის მარტიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია თანამშრომლობს „რეგიონული განვითარების ასოციაციასთან“ (RDA) და „თბილისის ბიზნეს ტრენინგ ცენტრთან“ (TBTC), „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში. „რეგიონული განვითარების ასოციაციასთან“ და „თბილისის ბიზნეს ტრენინგ ცენტრთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ცხელი ხაზი ემსახურება შემდეგ რეგიონებს: სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლს, ცხელი ხაზი გასცემს ინფორმაციას ზოგადად, მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამის, მისი ეტაპების, ვადების და მონაწილეობის პირობების შესახებ.