სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხზე გადაცემაში ’’საქის კურსი“ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქოუგლი საუბრეობს.
-ბატონო მაიკლ, როგორია თქვენი პოზიცია უცხოელებზე მიწების გასხვისების საკითხთან დაკავშირებით?
-ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის არის, რომ ეს კონსტიტუციაში არ უნდა შევიტანოთ ჩანაწერი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და მთავრობას ამ მიმართულებით გარკვეული პასუხისმგებლობა გააჩნია ადამიანების მიმართ. ჩვენ ძალიან გაგვეხარდა, რომ აღნიშნულ საკითხში ერთგვარი ცვლილება შეიტანეს და იგი თავდაპირველი სახით არ მიიღეს, რაც იმას გულისხმობდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხოელებზე უნდა აკრძალულიყო. ჩვენ აღნიშნულ საკითხში აქტიურად ვართ ჩართული, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან თუ სააგენტოსთან, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ახალი ორგანული კანონი ყველა სერიოზულ ინვესტორს საკუთარი ინვესტიციების სასოფლო-სამეურნეო მიწებში ჩადების საშუალებას მისცემს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. პირდაპირი ინვესტირება ძალიან მომგებიანია, თუნდაც ისეთ სფეროში, როგორიც სასოფლო-სამეურნეო მიწებია.
-როგორია ინვესტორთა საბჭოს არასამთავრობო წევრების პოზიცია ამ კონკრეტულ ჩანაწერთან დაკავშირებით და რა ინფორმაციას ფლობთ რას აპირებს მთავრობა ორგანულ კანონში ინვესტორების მხრიდან რა უნდა გაითვალისწინოს ?
-ჩვენ გვჯერა, რომ მთავრობა ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ ორგანულ კანონში ჩვენს წვლილსაც შევიტანთ. რა თქმა უნდა, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებები ძალიან რთული საკითხია. გვჯერა, რომ მთავრობა ორგანული კანონის შექმნის პარალელურად, ამ ყველაფერს დაწვრილებით სწავლობს. შესაბამისად, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ აღნიშნულ საკითხში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
–აღნიშნულ თემაზე საბჭოში მიმდინარე წლის 14 ივნისს დისკუსია გაიმართა და საბჭოს ოფიციალურ ოქმში ვკითხულობთ, რომ სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თქვენც წუხილი გამოთქვით სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით და თქვენთვის გაუგებარი იყო რა დგას ამ ყველაფრის უკან. ოთხი თვე გავიდა და დღეს თუ გესმით მთავრობა რატომ დგამს ამ ნაბიჯს, მისი პოზიცია თქვენთვის გასაგებია?
-როგორც ჩვენ მთავრობის მიერ ჩატარებულ ძალიან ბევრ საჯარო შეხვედრაზე განგვიმარტეს, მთავარი კომპონენტი დაკავშირებულია იმასთან, რომ მოსახლეობა, ამომრჩევლები იჩენენ ინიციატივას, რომ საკითხი კონსტიტუციაში შევიდეს. ისინი მოითხოვენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხოელებზე აიკრძალოს, ანუ ამ ყველაფერს მოსახლეობა მოითხოვს. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
-თქვენი აზრით, მთავრობის მუშაობა ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში როგორია, საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 5.5%-ით შემცირებულია, როგორ შეაფასებთ ამ კუთხით ბოლო წლებში მთავრობის საქმიანობას?
-კონკრეტული სტატისტიკა სამწუხაროდ არ მინახავს და შესაბამისად, კონკრეტული პოზიციის გაჟღერება ძალიან რთულია. ჩვენ მსგავს სიტუაციას წარსულშიც წავაწყდით, როდესაც არსებობდა იმის ინიციატივა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხოელებზე აკრძალულიყო. ამგვარი ინიციატივა წარსულშიც დაწინაურდა, თუმცა გვაქვს თუ არა კონკრეტული მაგალითები, რომლის მოყვანაც მე ახლა შემიძლია, რა თქმა აუნდა, არ მაქვს, მაგრამ მე შემიძლია აღვნიშნო, რომ ყველაფერს რაც ინვესტორების უნარს ამცირებს, ინვესტიციების განხორციელების კუთხით, შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა ქონდეს. მესმის, რომ მთავრობა საკმაოდ რთულ პოზიციაშია და სწორედ ამიტომ შეაქვს აღნიშნული კანონი კონსტიტუციაში.
-ჩვენ მიწების გასხვისებაზე ერთი მორატორიუმი გავიარეთ და ახლა მეორე მორატორიუმზე ვართ შეჩერებულები, დაახლოებით სამი წელი გავიდა, მაგრამ ორგანული კანონი ჯერჯერობით არ გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეს სამი წელი საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ტექნოლოგიებისა და უცხოური გამოცდილებისა მიღების კუთხით დაიკარგა?
-დღესდღეობით სასოფლო-სამეურნეო სფეროში ბევრი ინვესტორი არ შემოდის. რა თქმა უნდა, არიან ისეთი ინვესტორებიც, რომლებიც აღნიშნულ სფეროში დებენ თანხებს, მაგრამ ეს არ არის დიდი რაოდენობა და ამიტომ რთულია იმის თქმა, რომ მორატორიუმმა რამე კონკრეტული დადებითი შედეგი გამოიღო ინვესტირების სფეროში.
-შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმ კანონპროექტებზე და საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა განხორციელებაში ინვესტორთა საბჭოს წვლილი ლომის წვლილი იყო?
-ჩვენ შეგვიძლია უფრო უკანაც წავიდეთ. იყო დრო, როდესაც კანონი იქმნებოდა და ჩვენ ბიზნეს საზოგადოება ამ პროცესზე შესაბამის გავლენას ვერ ვახდენდით. დღესდღეობით ყველა პოტენციური რეგულაცია თუ კანონი, რომელიც ეკონომიკურ სიტუაციაზე თუ ამჟამინდელ ბიზნეს სიტუაციაზე მოახდენს გავლენას, რა თქმა უნდა, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის ერთგვარ შესაძლებლობას გვაძლევს. ეს აუცილებელია და საშუალებას გვაძლევს ჩვენი ინდივიდუალური რეგულაციები დავაწესოთ ამა თუ იმ კანონზე და მასზე ჩვენი ექსპერტიზა მივაწოდოთ, რაც ეფექტური პრაქტიკაა. მსგავსი საკითხების გადაწყვეტის დროს ბიზნეს საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია.

წყარო:bm.ge