აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

2018 წლიდან აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს პროექტების მართვის სააგენტო. პროგრამის  მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის კონკრეტული კულტურების განვითარებას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ამ პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა ინფორმაციის გავრცელებისა და პრ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც რეგიონალური მობილიზატორებისა და მედიის სხვადასხვა არხების საშუალებით ათასობით პოტენციურ ბენეფიციარს მიაწვდინა ხმა და გადასცა ინფორმაცია პროგრამის ბენეფიტებისა და პირობების შესახებ.