საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ახალი პროექტი “აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში” დაიწყო.
პროექტი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით – სომხეთში აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების ცენტრის (CARD) დახმარებით, ხოლო აზერბაიჯანში შპს “სავორ თრეველთან” თანამშომლობით ხორციელდება.
პროექტი ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აგროტურისტულ ობიექტებს, აგროტურიზმის განვითრებას, რეგიონალური პარტნიორობისა და კავშირების გაუმჯობესებას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროქტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში.
PDF – აგროტურისტული მეურნეობების მოწვევა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
განაცხადის ფორმა