აგრონავტი

შექმნილია მხოლოდ თქვენთვის! მობილური აპლიკაცია 2017 წელს ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. აპლიკაცია არის მარტივი და მოქნილი ელექტრონული სისტემა, რაც ფერმერს მის მიერ წარმოებული პროდუქტის გასაღების ახალ ბაზარზე გასვლისა და დაკავშირების საშუალებას აძლევს. საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია GFDC აქტიურად თანამშრომლობს საქართელოს ფერმერთა ასოციაციასთან. ეს მარტივია! ჩამოტვირთეთ აპლიკაცია და განათავსეთ თქვენი პროდუქტი ერთ ელექტრონულ სივრცეში. აპლიკაციაში ხელმისაწვდომია: ყოველდღიური აგროდაიჯესტი, ინფორმაცია აგრო პროდუქტების ფასების ცვლილების შესახებ, სოფლის მეურნეობის სფეროში ჩატარებული სხვადასხვა კვლევა, ფერმერზე მორგებული ლოკალური ამინდის პროგნოზი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოტანილი იჯარით გასაცემი მიწის აუქციონები, 60-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოების ციკლი და ა.შ.